fbpx

ეს ძმები დედის პოზიტიურმა ფრაზამ მილიონრებად აქცია…

ავტორი Ann
2.5K ნახვა

სიტყვას რომ დიდი ძალა აქვს ცნობილი ფაქტია, ასევე საიდუმლო არაა ისიც, რომ პოზიტივი მხოლოდ პოზიტივს შობს და ამის დასტურია ამ ორი ახალგაზრდა ძმის ისტორია.

1994 წელს ძმებმა ბერტ და ჯონ ჯეიკობსებმა დააარსეს მაისურების მწარმოებელი კომპანია, მაშინ მათ სრულიად არაფერი გააჩნდათ გარდა ერთი ფურგუნისა, დღეს კი მათი კომპანია 10 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ძმების წარმატება დედის დამსახურებაა, რომელმაც ასწავლა, რომ ცხოვრება მშვერიერია. სწორედ ეს ფრაზა ამოტვიფრეს მათ მაისურებზე.

ბერტი და ჯონი 6 შვილიან ოჯახში უმცროსები იყვნენ. ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ, როდესაც მათი მშობლები ავარიაში მოყვნენ და მათი ცხოვრება შეიცვალა. მართალია გადარჩნენ, თუმცა, მამამ ხელი დაკარგა, რის გამოც ხასიათი მკვეთრად შეეცვალა და ოჯახის წევრებს ავიწროვებდა. მიუხედავად ამისა ბიჭების დედა ყოველთვის ფიქრობდა, რომ ცხოვრება მშვენიერია და მხოლოდ პოზიტივის დანახვას ცდილობდა.

ძმები ყვებიან, რომ ყოველ დღე ვახშმობის დროს დედა სვამდა კითხვას: რა მოხდა დღეს კარგი? ეს ფრაზა მათ იმდენად პოზიტიურად განაწყობდა, რომ მხოლოდ კარგი ახსენდებოდათ და ასეთ ამბებს ყვებოდნენ. მოგვიანებით, როდესაც მათ გადაწყვიტეს დაეარსებინათ კომპანია მაისურებზე გააკეთეს წარწერა „Life is good” და მომღიმარი კაცუნა მიახატეს.

თავდაპირველად მათ რეალიზაცია თავად უწევდათ ქუჩაში. დღესდღეობით მათი მაისურები მსოფლიოში ათასობით მაღაზიაში წარმატებით იყიდება.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment