fbpx

როცა სიფხიზლე მოდის შფოთვა არ არსებობს, ის ქრება

ავტორი ჟოლო
5.9K ნახვა

იყო ასეთი ოსტატი ბოკუჯუ, რომელიც გამოქვაბულში ცხოვრობდა, ზოგჯერ ბოკუჯუ თავის სახელს ხმამაღლა ამბობდა თითქოს საკუთარ თავს ეძახისო და შემდეგ თავადვე პასუხობდა – დიახ ბატონო, მე აქ ვარ!

მოსწავლეებს თავიდან ეცინებოდათ ოსტატის საქციელზე, მერე კი დაინტერესდნენ და იკითხეს თუ რატომ იძახდა ასე ხშირად საკუთარ სახელს და რატომ პასუხობდა თავადვე.

“ასე სიფხიზლეს ვუხმობ, მაშინ როდესაც ფიქრებში ვიძირები,

როცა საკუთარ თავს ვეძახი -ბოკუჯუუ  და როცა ვამბობ – “დიახ, ბატონო, მე აქ ვარ” ვფხიზლდები და შფოთვაც ქრება – თქვა ოსტატმა. “

თავისი ცხოვრების ბოლო წლებში, ასე ორი- სამი წლის განმავლობაში მას არ მიუმართავს ამ მეთოდისთვის. ერთხელაც არ დაუძახია საკუთარი სახელი, მაშინ მოსწავლეებმა ჰკითხეს:

– “ოსტატო შენ ახლა ამას არასოდეს აკეთებ, რატომ?”

მან მიუგო:

– ადრე თავს ვკარგავდი, ამიტომაც ვეძახდი ბოკუჯუს, მაგრამ ახლა ამის საჭიროება აღარ არის, რადგან ბოკუჯუ ყოველთვის აქაა”.

თქვენ რამდენად ხშირად კარგავთ საკუთარ თავს. რამდენად ხშირად  იკარგებით ფიქრებში?

სცადეთ და გააკეთეთ იგივე, როდესაც ღრმა შფოთვა შეგიპყრობთ, უბრალოდ ხმამაღლა წარმოთქვით თქვენი სახელი – შემდეგ უპასუხეთ მას: „დიახ ბატონო, მე აქ ვარ“

და აუცილებლად იგრძნობთ განსხვავებას.

როცა სიფხიზლე მოდის შფოთვა არ არსებობს, ის ქრება.

Jolo-ჟოლო

მსგავსი სტატიები

Leave a Comment