“ყველაფერი გენიალური მარტივია“ და ჰო’ოპონოპონოს საიდუმლოებაც სწორედ ამაშია – ის შედგება 4 ჯადოსნური სიტყვისგან : ვწუხვარ, გთხოვ მაპატიე, გმადლობ, მიყვარხარ.
მისი მთავარი საიდუმლო ინგრედიენტი პასუხისმგებლობის გაცნობიერებაა. როცა გაქვს კრიზისი, როცა გაქვს პრობლემა, როცა გსურს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, გამოდი „მსხვერპლის“ როლიდან, აიღე პასუხისმგებლობა და დასვი შეკითხვა: რას ვაკეთებ ახლა, ამ მომენტში ამ სიტუაციის მოსაგვარებლად?
🌺 ჰო’ოპონოპონოს 4 ნაბიჯი 4 ფრაზაში პრაქტიკაში ასე იმუშავებს:

💚 ნაბიჯი 1. მონანიება – ვწუხვარ.
თქვენ ხართ პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც თქვენს გონებაშია მაშინაც კი, თუკი ის „იქით“ ხდება. როცა ამას გააცნობიერებ, სინანული მოდის. თუ მესმის ცუდი ინფორმაცია, ვარ სინანულით სავსე, ვხვდები, რომ ჩემს ცნობიერებაში რაღაცამ შექმნა ეს იდეა. ძალიან ვწუხვარ, რომ ვიღაცას, ვისაც ვიცნობ, აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. შესაძლოა ვიღაცას გული ვატკინე, ვაცნობიერებ და ვხვდები, რომ ვიღაცას ტკივილი მე მივაყენე. ეს გაცნობიერება შეიძლება იყოს მტკივნეული და ალბათ წინააღმდეგობრივი.
ასე რომ აირჩიე ის, რაც უკვე იცი: რომ შენ თვითონ გამოიწვიე ჭარბი წონა? დამოკიდებული ხართ ნიკოტინზე, ალკოჰოლზე ან სხვა ნივთიერებაზე? ხშირად გამოხატავთ რისხვას ან ბრაზს? გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები? დაიწყე ლოცვა და თქვი – ბოდიში. ეს არის მთელი ნაბიჯი: ვწუხვარ. შეგიძლია უფრო ნათლად თქვა: ”მე ვხვდები, რომ მე ვარ პასუხისმგებელი ჩემს ცხოვრებაში (საკითხზე) და ვგრძნობ საშინელ სინანულს, რომ ჩემს ცნობიერებაში რაღაცამ გამოიწვია ეს.”
💚 ნაბიჯი 2: ითხოვეთ პატიება – გთხოვ, მაპატიე
არ არის აუცილებელი ის ვინმეს ან რამის მიმართ იყოს მიმართული. უბრალოდ წარმოთქვით – გთხოვ, მაპატიე. თქვით ეს უსასრულოდ. იგულისხმეთ, დაიმახსოვრეთ თქვენი სინანული პირველი ეტაპიდან, როდესაც ითხოვთ პატიებას.
💚 ნაბიჯი 3: მადლიერება – გმადლობ
თქვით – გმადლობ. კვლავ არ აქვს მნიშვნელობა ვის ან რას უხდით მადლობას. მადლობა თქვენს სხეულს ყველაფრისთვის, რასაც აკეთებს თქვენთვის. მადლობა საკუთარ თავს იმისთვის, რომ ხარ საუკეთესო. მადლობა ღმერთს. მადლობა …
💚 ნაბიჯი 4: სიყვარული – მე შენ მიყვარხარ
ეს ასევე შეიძლება იყოს ნაბიჯი 1. თქვი მიყვარხარ. უთხარი შენს სხეულს, უთხარი ღმერთს. თქვი რომ გიყვარს ჰაერი, რომელსაც სუნთქავ, სახლი, რომელიც გიფარავს. თქვი მიყვარხარ შენს გამოწვევებზე. თქვით ეს უსასრულოდ. იგულისხმეთ. იგრძენით. არაფერია ისეთი ძლიერი, როგორც სიყვარული.
თარგმანი: ნინო მხეიძე