🎯 გთავაზობთ მედიტაციების ნაკრებს (აუდიო ჩანაწერები) გაჯანსაღებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის
📍 ეს უნიკალური აუდიო კურსი მოიცავს 6 უძლიერეს მედიტაციას, რომლებიც დაგეხმარებათ, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ზოგადად, თქვენი ცხოვრება ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაიყვანოთ.
📍 მედიტციების ჩანაწერი გაკეთდა, როგორც პრაქტიკული სამუშაოების შედეგი, რომლებიც უკვე მრავალ ადამიანს დაეხმარა განკურნებასა და მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
📍 მედიტაციები, რომლებიც წარმოადგენს ნაწილს კურსისა „ჯანსაღი აზრის ძალა“, დაგეხმარებათ:
💥 ადვილად და ძალისხმევის გარეშე გათავისუფლდეთ შემზღუდველი რწმუნებულებებისგან და შემოუშვათ განმაკურნებელი ენერგია ფიზიკურ, სულიერ თუ მენტალურ დონეზე;
💥 განავითაროთ აზროვნების ახალი, განსხვავებული ფორმა;
💥 ისწავლოთ საკუთარი სხულის მოსმენა, გააუმჯობესოთ საკუთარი „მეს“ შეგრძნება;
💥 გაიჯანსაღოთ თვითშეფასება, გაზარდოთ მიმღებლობა, სიყვარული და პატივისცემა საკუთარი თავისა და სხეულის მიმართ.
🎯 მედიტაციების აღწერა და ინსტრუქციები:
⭐️ 1. მედიტაცია საკუთარი თავის მხარდაჭერისა და შინაგანი ბალანსისთვის
უძველესი პრაქტკა, რომელიც ჩვენთან ტიბეტის სიღრმიდან მოვიდა. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პრაქტიკაა საკუთარი მდგომარეობის გამართვისა და მოწესრიგებისთვის, შინაგანი ბალანსის მხარდაჭერისთვის.
ამ პროცესის დროს, თქვენ შეხვდებით თქვენს სულიერ მასწავლებელს, იგრძნობთ მის ყოფნას, მის ენერგიას, თქვენს გულში. სულიერი მასწავლებელი ჰყავს ყველა ადამიანს, ის ჩვენი მეგზურია, რომელიც გვინარჩუნებს სიყვარულის ენერგიას და ვიბრაციას, არის მხარდამჭერი და გზამკვლევი ჩვენი სულიერი ზრდის გზაზე. ყველა საკითხი, ყველა პრობლემა, რომლის გადაჭრაც გსურთ, ყველა მდგომარეობა, რომლის განკურნებაც გჭირდებათ, წარიმართება ბევრად უფრო ადვილად, თქვენი სულიერი მასწავლებლის მხარდაჭერით, და ყველაფერი ცალსახად უკეთესობისკენ შეიცვლება.
⭐️ 2. მედიტაცია “ხელახლა დაბადება”
ამ საოცარი პროცესის დროს, თქვენ დაამყარებთ კავშირს თქვენს უმაღლეს „მესთან“, ყველაზე ნათელ და წმინდა ძალასთან, რომელიც ჩვენი მეშვეობით განსხეულდა, მატერიალიზდა დედამიწაზე. იგრძნობთ შემოქმედის ძალას და ფატობრივად, ახლიდან გამოძერწავთ სასურველ ჯანსაღ სხეულს. მოხდება სხეულის განახლება და დაიწვება ყველა უარყოფითი პროგრამა, იქნება ეს დაავადებები თუ ნებისმერი ნეგატიური ფიქრი, აზრი, ემოცია, ენერგია. მოხდენთ 4 სტიქიის (მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი) ენერგიების გაერთიანებას თქვენში.
ამ მედიტაციის დროს სასურველია, თან იქონიოთ ჭიქა წყალი, რადგან უარყოფთი პროგრამების დაწვის შემდეგ, შესაძლოა წყურვილი იგრძნოთ.
⭐️ 3. მედიტაცია “საუბარი სხეულთან”
მედიტაციური საუბარი სხეულთან დაგეხმარებათ, იპოვოთ პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე და გაიგოთ, რატომ და რაც მთავარია, რისთვის ჩნდება დაავადებები თქვენს ცხოვრებაში. ჯანმრთელობისკენ მიმავალი გზა იწყება თქვენი სხეულის ხმის გაგონებისა და მოსმენის უნარით. თქვენი სხეული მოგცემთ პასუხებს, რომლებსაც ვერ გაიგებთ ვერც ერთი ექიმისა თუ მკურნალისგან. ამ მძლავრი ინსტრუმენტის გამოყენების უნარი შეცვლის თქვენს ჯანმრთელობას და ზოგადად ცხოვრებას და მათ ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს. ამ პროცესისას მოემზადეთ იმისთვის, რომ მიიღოთ პასუხები თქვენი სხეულისგან, რომელიც თქვენი საუკეთესო მეგობარია!
⭐️ 4. მედიტაცია “გირჩისებრი სხეული – იმუნიტეტის გამომუშავება ყველა დონეზე”
ეს მედიტაცია დაგეხმარებათ გირჩისებრი სხეულის გამოღვიძება-გააქტიურებაში.
გირჩისებრი სხეული ანუ ეპიფიზი ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ორგანოა. ბიოლოგიურად, ის ჩვენი სხეულის ერთდროულად ორი სისტემის ნაწილია – ნერვულისა და ენდოკრინულის. სულიერი თვალსაზრისით კი, ეპიფიზი ჩვენი სულის თვალს წარმოადგენს. იგი პასუხისმგებელია ადამიანის უნარზე – დაინახოს და აღიქვას ის, რაც ჩვეულებრივი მხედველობისთვის მიუწვდომელია. ეს არის კავშირი ჩვენს უმაღლეს „მე“-სთან, სულთან.
ძველი ეგვიპტელები, შუმერები, რომაელები და სხვა უძველესი ცივილიზაციების წარმომადგენლები ეპიფიზს სულისა და „მესამე თვალის“ სავანედ მიიჩნევდნენ. მის სულიერ ფუნქციებზე წერდნენ პლატონი, დეკარტე, და ვინჩი და სხვა ცნობილი მეცნიერები.
ეპიფიზის მაქსიმალური აქტივობა სრულწლოვანების დაწყებამდე ნარჩუნდება. შემდეგ მისი ფუნქციონირება ქვეითდება, ზოგჯერ კი, ასაკთან ერთად, ჯირკვალი სრულად ატროფირდება. ახლა ადამიანების ცნობიერების ამაღლების ისეთ ეპოქაში, ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, რაც ბადებს შინაგან მისწრაფებას სულიერი თვალის გამოღვიძება-გააქტიურებისთვის.
ეს მედიტაცია ეძღვნება სწორედ გირჩისებრი სხეულის გამოღვიძებას, რაც იძლევა ცხოვრების ახალ მაღალგაცნობიერებულ დონეს, თვითგანკურნების უნარს, სასურველი მოვლენების ფორმირების და მანიფესტაციის საშუალებას.
⭐️ 5. მედიტაცია “იგრძენი თავი მბრძანებლად”
ამ მედიტაციის დროს იგრძნობთ, რომ თქვენ თავად ხართ თქვენი სხეულის მბრძანებელი და ის თქვენს ყველა ბრძანებას ემორჩილება. ამ პროცესში თქვენ დაინახავთ, შეიგრძნობთ და დაიმახსოვრებთ საკუთარ თავს ისეთს, როგორიც გინდათ, რომ იყოთ.
თქვენ იმუშავებთ არამარტო სხეულის სიჯანსაღეზე, არამედ სულიერ სიმშვიდეზე, ჰარმონიის და ბედნიერების შეგრძნებაზე. ამ პროცესში თავს იგრძობთ პრინცესად, დედოფლად, რაინდად, მბრძანებლად…
⭐️ 6. მედიტაცია „განკურნება ძილში“
ეს საოცარი მედიტაცია შექმნილია იმისთვის, რომ დაგეხმაროთ თქვენი სულისა და სხეულის განკურნებაში.
ადამიანები ზოგჯერ ვერ აცნობიერებენ, რომ სწორედ ჩვენს საკუთარ სხეულს და გონებას შეაქვს ყველაზე მეტი წვლილი განკურნების პროცესში. მაშინაც კი, როცა ვღებულობთ ექიმის მიერ დანიშნულ წამლებს, სწორედ ორგანიზმი აქცევს ამ ქიმიურ ნივთიერებებს მკურნალობისთვის საჭირო ინსტრუმენტებად. ერთადერთი, რასაც ჩვენი განკურნება შეუძლია, ეს ჩვენი საკუთარი სხეულია.
ხშირად, ადამიანები იმდენად დამოკიდებული ხდებიან მედიკამენტოზურ მკურნალობაზე, რომ ორგანიზმი კარგავს უნარს, დამოუკიდებლად უმკურნალოს საკუთარ დაავადებებს. ამის გამო, ჩვენ სრულიად დაგვავიწყდა, რომ შეგვიძლია, საკუთარი თავი თავადვე განვკურნოთ. ეს მედიტაცია სწორედ ამ ფაქტის გახსენებაში დაგეხმარებათ. ის გაჩვენებთ, რამდენად სრულყოფილია თქვენი სხეული და გონება და რგორ უძლიერეს განკურნების უნარს ფლობენ ისინი.
ეს მედიტაცია გათვლილია იმაზე, რომ თქვენ მის კეთებას იწყებთ უშუალოდ ძილის წინ და იძინებთ პროცესში, ის კი აგრძელებს თქვენში ახალი ინფორმაციის შემოშვებას თქვენს განკურნებაზე. თქვენი ქვეცნობიერი მიიღებს ამ ინფორმაციას და განაგრძობს მის გამოყენებას თქვენი შემდგომი 8-საათიანი ძილის დროს. ამ მედიტაციის დახმარებით, ყოველ ღამე თქვენს სხეულს და გონებას განკურნების საოცარი ძალით აავსებთ.
🌟 მედიტაციებს უძღვება ნათია ქოიავა – საჯარო მმართველობის დოქტორი, ლიდერობისა და პიროვნული განვითარების ტრენერი, NLP ქოუჩი, პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოკონსულტანტი.
💰 აუდიო-პროგრამის ღირებულება 100 ლარი (6 მედიტაციის აუდიო ჩანაწერი)
📍 ანგარიშის ნომერი: GE65BG0000000893658700
📍 მიმღები: ნათია ქოიავა
📍 დანიშნულება: კურსის საფასური.
📍 გადახდის ქვითარი გამოგზავნეთ ელფოსტაზე: n.koiava@yahoo.com
📍 ამის შემდგომ, ასევე ელფოსტის საშუალებით, მიიღებთ მედიტაციების აუდიო ჩანაწერებს.
⭐️ გახსოვდეთ, სიყვარული და ზოგადად, ყურადღება საკუთარი თავის მიმარ გარდაუვლად იძლევა დადებით შედეგებს!