გსურთ თქვენი შვილი საუკეთესო იყოს და ცდას არ აკლებთ: ახარჯავთ დიდი რაოდენობით თანხას, დაგყავთ სხვადასხვა წრეზე, ხშირად ესაუბრებით რას გსურთ მიაღწიოს… მაგრამ, ის სხვაზე უკეთესი არ არის. ამ დროს მზად ხართ ხელი ჩაიქნიოთ და წყალში გადაყრილად ჩათვალოთ ყველა ის რესურსი, რაც აქამდე გამოიყენეთ.
როგორ შემოვაბრუნოთ სიტუაცია? როგორ მივცეთ მოტივაცია ბავშვს? ყველაფერი ძალიან მარტივია: აკეთეთ მასთან ერთად. დიახ, გსურთ იყოს კარგი მომღერალი? იმღერეთ მასთან ერთად, მოუსმინეთ ხარისხიან მუსიკას ერთად, ჩაერთეთ ნებისმიერ აქტივობაში და ნახავთ, რომ ის აუცილებლად დაინტერესდება და ეცდება სხვაზე უკეთესი გახდეს.
სწორედ ასეა ბიზნესშიც: საუკეთესო ხელმძღვანელი არაა ის, ვინც ბევრს საუბრობს, იძლევა მითითებებს, გაძლევთ მოტივაციას სიტყვებით, არამედ ის, ვინც თავად ჩართულია ყველაფერში, რის გაკეთებასაც მოითხოვს. უნდა გახსოვდეთ, რამდენადაც დაიხარჯებით თავად, შესაბამის უკუკავშირს მიიღებთ!
