კარგი განწყობა, გარეგნობა, სტილი და ზოგადად კარგი ცხოვრება არ უნდა იყოს ისეთ მშრალ, სიმბოლურ, კალენდარულ ფენომენზე დამოკიდებული, როგორიცაა ასაკი.
ჯერ ერთი, ყველა 75 წლის ადამიანი არც არის ბიოლოგიურად და ფსიქოლოგიურად 75 წლის.
მერე, რომც იყო ადამიანი 75, ეს არ ნიშნავს, რომ დაბერდი.
რეალურად დაბერება მაშინ იწყება, როცა შენ ამას ასე გადაწყვეტ.
არადა ეს ოხერი ტვინი ისე მოაწყო ბუნებამ, რომ თუ თავიდანვე გაუფრთხილდები, იმას მისცემ, რას მას აუცილებლად სჭირდება:
საკმარისი ძილი
საკმარისი ბუნება და აქტივობა, ფიზიკური, გონებრივი, სოციალური
ჯანსაღი, ბოჭკოთი, ვიტამინებით სავსე საკვები,
ის ბოლომდე გიმეგობრებს.
კიდევ ერთი გემრიელობა ტვინისთვის და ფორმაში დარჩენისთვის არის სულ რაღაც საქმის, გეგმის ქონა და ამ მიმართულებით მისწრაფების არ შეწყვეტა.
ჩემი პედაგოგი, კონცერტმეისტერი და უახლოესი მეგობარი მიუხედავად იმისა, რომ 85 წლისაა, სრულიად ახალგაზრდულად გამოიყურება, აზროვნებს, იქცევა, შრომობს.
ბევრი რამ ხშირად ჩვენზეა დამოკიდებული, უბრალოდ ადამიანს ხანდახან უყვარს რაღაცის მომიზეზება, მაგალითად ასაკის:
რაღა დროს ჩემი ცეკვაა
რაღა დროს ჩემი გამოპრანჭვაა
ჩემ ასაკში სად შემიძლია …
ადრე კიდე შევძლებდი, მაგრამ
ახლა..
აბა, გამოცადე შენი ტვინი! გააძლიერე და კვებე მოტივაცია და ნახავ, როგორ იპოვი ძალას, ენერგიას, დისციპლინას, რომლებიც უკვე დაკარგული გეგონა.
ბუნებამ სიკვდილამდე რადგან სიბერე დააწესა, ესეიგი ეს სიბერე ცხოვრების ნაწილად მოიაზრა, თორემ ახალგაზრდობის მერე ეგრევე იქნებოდა სიკვდილი.
ყველაფერს თავისი ლოგიკა და მუღამი აქ!
ხოდა, ნუ აბრალებ რაღაცეებს ასაკს! ადექი, გაიღიმე, გაიპრანჭე სარკეში, ჩაიცვი კაი რამე-რუმეები და შეხვდი დაქალს, ძმაკაცს, ვინმეს, წაიკითხე ახალი რამ, გაიჩინე ახალი მეგობარი, საყვარელი, ჰობი, საქმე…
იკითხე, იცეკვე, იმღერე, იზასავე, იჟიმავე, იმხიარულე, იკისკისე…
ეს ცხოვრება შენია ბოლო წამამდე და გთხოვ, სიკვდილამდე ნუ მოკვდები!
ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და მხიარულ დღეებს გისურვებთ!
თქვენი ჰაუსი