რატომღაც, უმრავლესობა თვლის: დრო მოვა და …
არა და, დრო კი არ მოდის, მიდის.
არ გადადოთ თქვენი ბედნიერება, იყავით ახლავე, აი, ამ წუთას მხიარული, ლაღი, თავისუფალი, სიყვარულით სავსე და აკეთეთ ის საქმე, რომელიც სულს და გულს ახარებს!
ამით, ერთ ბედნიერი ადამიანი შემატება სამყაროს და ეს იქნებით თქვენ!
***
„12 წლის შემდეგ ინანებთ იმას, რაც არ გააკეთეთ, ვიდრე რაც გააკეთეთ. ამიტომ განაგდეთ ეჭვები, გაცურეთ შორს უსაფრთხო ყურიდან, დაიჭირეთ თქვენი აფრებისთვის ზურგის ქარი, გამოიკვლიეთ, იოცნებეთ, აღმოაჩინეთ“ – მარკ ტვენი
***
მოგზაურობა საკუთარი სულისკენ, შენს შინაგან სამყაროში — ერთადერთია, რასაც აქვს მნიშვნელობა. მისკენ კი უნდა წახვიდე მარტო.
***
შემთხვევითობა არ არსებობს, ყოველ წუთას ჩვენ ვღებულობთ პასუხებს, მხოლოდ უნდა გავაცნობიეროთ – რომელ კითხვაზე.
***
”სხვებზე უფრო საკუთარი თავის განსჯაა რთული. თუ კი შენ შეძლებ, სწორად თავის განსჯას, ესე იგი, ჭეშმარიტად ბრძენი ხარ.” ანტუან დე სენტ- ეგზიუპერი
თუ კი ყველა შესძლებს საკუთარი თავის დახმარებას, სხვების დახმარება აღარ გახდება საჭირო. თუმცა, ყველამ იცის როგორ დაეხმაროს სხვებს და არავინ — როგორ დაეხმაროს საკუთარ თავს.
”ასეა თუ ისეა, ჩვენს ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფერი იცვლება უკეთესობისკენ. უბრალოდ, ზოგიერთი რაღაცეები, უკეთესობისკენ იცვლება, უფრო გრძელი გზით – უარესის გავლით.” ერიხ მარია რემარკი
ყველაფერი, რაც მოცემულ მომენტში თქვენს ცხოვრებაში ხდება, აუცილებელია.
უბრალოდ მიენდე სამყაროს.
შეგიძლიათ ბედი უწოდოთ ამას.
ბედი კი სულელი არ არის…
მას თქვენთან მოჰყავს ადამიანები, ვინც გჭირდებათ ან ვისაც სჭირდებით.
და ასე ხდება ყოველთვის, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე…
რა უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ცხოვრებაში წარმოქმნილ ზიგზაგებში და გასავლელ ლაბირინთებში შეხვედრილი ადამიანები, ზოგჯერ წარმოუდგენლად რთულიც…
იცოდეთ – ისინი სწორედ ისინი არიან, რომლებიც ახლა გჭირდება, თქვენ სულს სჭირდება გაკვეთილებად…
სწორედ ახლა, ცხოვრების ამ მოცემულ მომენტში
ან თქვენ იხსნით მათ,
ან ისინი გიხსნიან თქვენ.
თამარ კვარაცხელია