fbpx

თავდაჯერებულობის ამაღლების 9 სწრაფი გზა

ავტორი ჟოლო
13.3K ნახვა

ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე საკუთარი თავის და შესაძებლობების მტკიცე რწმენა მნიშვნელოვანია. თუ თქვენ საკმარისად თავდაჯერებული ხართ, შეგიძლიათ დაიპყოროთ მთელი მსოფლიო და მიიღოთ ყველაფერი რაც გსურთ. საქმიან მოლაპარაკებში და ჩვეულებრივ ურთიერთობებში, შეგიძლიათ თავი ყოველთვის მომგებიან პოზიციიდან წარმიაჩინოთ.

რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ენდობა და სჯერა საკუთარი თავის, ის გაბედული და ძლიერია ცხოვრებაშიც და სხვების თვალში. ასეთი ადამიანის მიმართ ნდობას ადვილად იჩენს ხალხი. გარდა ამისა, სხვა დამატებითი სარგებელიც აქვს, თავდაჯერებული ადამიანი ყველასათვის სასურველია და სხვების თვალში ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს. მნიშვნელობა არ აქვს ასეთ ადამიანებს რა დაბრკოლებები ხვდებათ გზაზე, მათ საკუთარი თავის რწმენით შეუძლიათ წარსული წარსულში დატოვონ და გამარჯვებისკენ მიმავალი გზა, საკუთარ თავში თავდაჯერებულმა განარგძონ.

მაგრამ, ცხოვრება ზოგჯერ არასასიამოვნო სიურპრიზებს გვიწყობს და სხვადასხვა გამოწვევების წინაშე გვაყენებს. ცხოვრებისეული კრიზისები კი თავდაჯერებულობას ასუსტებს. ამ დროს რასაც არ უნდა გრძნობდეთ, გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული რჩევები და ნახვათ, რა სწარფად მოიმატებს თქვენი თავდაჯერებულობის და სიმტკიცის დონე.

1.რჩევა ნომერი პირველი – იმოქმედეთ როგორც თავდაჯერებულმა!

თავდაჯერებულობა დროთა განმავლობაში გამოცდილებასთან ერთად მოდის. პერიოდულად რასაც არ უნდა გრძნობდეთ, ნუ გამოამჟღავნებთ სისუსტეს, ყოველთვის თავდაჯერებულმა და წელში გამართულმა იმოქმედეთ. თუნდაც ამის გათამაშებამ მოგიწიოთ.

2.შეიმოსეთ სათანადოდ

მართალია ტანსაცმელს ადამიანის შექმნა არ შეუძლია, თუმცა სერიოზულად მოქმედებს განწყობაზე. არავინაა უფრო მეტად კომპეტენტური თქვენს გარეგნობასთან დაკავშირებით, ვიდრე თქვენ თვითონ. როდესაც ფორმაში არ ხართ, ეს ზემოქმედებს როგორც საკუთარი თავის პრეზენტაციაზე, ისე სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზე. გამოიყენეთ აღნიშნული მიდგომა უპირატესობის მოსაპოვებლად.

3. ყოველთვის იზრუნეთ გქონდეთ სასიამოვნო სურნელი

საკუთარი თავის მოვლა და მოწესრიგება ძალიან დიდ როლს თამაშობს თვითრწმენის და თავდაჯერებულობის ამაღლებაში. თუ კარგ სურნელს აფრქვევთ ხალხისთვისაც გაცილებით მიმზიდველი ხართ.

4. ისწავლეთ სწორი ადამიანებისგან

ჩვენს გარშემო უამრავი თავდაჯერებული ადამიანი ტრიალებს. მათი აურა ყოველთვის პოზიტიურად ვიბრირებს ჩვენზე. ასე, რომ დააკვირდით ასეთ ადამიანებს და ისწავლეთ მათგან როგორ გახდეთ თქვენც თავდაჯერებული პიროვნება. დააკვირდით რას აკეთებენ ისინი განსხვავებულად. სცადეთ აითვისოთ მათგან კარგი მანერები და ნახვათ, როგორ შეიცვლება თქვენი თავდაჯერებულობის დონე.

5. ნუ ხართ დაეჭვებული საკუთარ თავში

ეჭვები არის თავდაჯერებულობის ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი. თუ თქვენ იქნებით დაეჭვებული სხვა როგორ უნდა დაარწმუნოთ თქვენში? როდესაც შენ თავს ენდობი, ამ ნდობას სხვებიც გრძნობენ შენს მიმართ, ამიტომ გჯეროდეთ საკუთარი თავის და ენდეთ თქვენს ინტუიციას, ასე გააგრძელეთ და ნახავთ როგორი მტკიცე და თავდაჯერებული პიროვნება იქნებით.

6. იყავით მართალი საკუთარ თავთან

შეიძლება ზოგჯერ გაითამაშო თავდაჯერებულობა მაგრამ ნუ მოატყუებ საკუთარ თავს. ნუ დაანახებ სამყაროს იმას, რაც არ ხარ. იყავი საკუთარ თავთან და სამყაროთან მართალი. ის თვისებები რაც გაქვს, გაქვს რაღაც მიზეზის გამო. არასოდეს ითამაშო სხვისი როლი. აჩვენე სამყაროს ვინ ხარ და რას აკეთებ.

7. ნუ იდარდებთ რას ფიქრობენ სხვები

თავდაჯერებულ ადამიანთა უმეტესობა არ დარდობს იმაზე, რომ იყოს საუკეთესო. რეალურად ისინი სხვებისგან გამოირჩევიან იმით, რომ აკეთებენ იმას რისიც სჯერათ და აღწევენ კიდეც სასურველ შედეგებს. რაც უფრო დიდ დროს დაუთმობთ ხალხის აზრებს ყურადღებას, მით უფრო დაიკლებს თქვენი თავდაჯერებულობა. ასე, რომ გაითვალისწინეთ.

8. ნუ გეშინიათ განსჯის

ყველაზე ხშირად ჩვენი თავის რწმენას ვკარგავთ თვითგანსჯის დროს. იმის ნაცვლად, რომ საკუთარი თავის დადებით მხარეებზე ვიფიქროთ, უმეტეს დროს ვფიქრობთ იმაზე რას იტყვიან სხვები ჩვენზე. ხალხი ყოველთვის გააკრიტიკებს თქვენს საქციელს რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ამიტომ არასოდეს შეწყვიტოთ იმის კეთება რაც გსურთ. რაც უფრო მეტად გაითავისებთ ამ რჩევას, მით უფრო თავდაჯერებას იგრძნობთ.

9. იზრუნეთ სხეულის ფორმებზე

თქვენი სხეულის მდგომარეობა თქვენზე ბევრს ამბობს. როდესაც თქვენ წელგამართული და მხრებში გაშლილი დგახართ ადამიანები დარწმუნებულნი არიან, რომ თქვენ სუპერ თავდაჯერებული ადამიანი ხართ. ამიტომ გააკონტროლეთ თქვენი სხეულის მდგომარეობა. დგომის, სიარულის და ჯდომის დროს. აჩვენეთ ნებისმიერ მომენტში, რომ თქვენ თავდაჯერებული ადამიანი ხართ და იცით რასაც აკეთებთ.

წყარო:www.naukrinama.com

მარიამ შარიქაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment