fbpx

„სიყვარულის დოზა გაზარდეთ“…

ავტორი ჟოლო
1.4K ნახვა

„ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში მომიყვა დედა: ანტონ მაკარენკოსთვის, რომელიც მე 20-ე საუკუნის ცნობილი პედაგოგი გახლდათ, უკითხავს ერთ-ერთ მსმენელ ქალს: მაინც რას გვირჩევთ დედებს, როგორ აღვზარდოთ შვილები. მკაცრად თუ ლმობიერად?

პედაგოგს შეუხედავს ქალისთვის და დაუფიქრებლად უპასუხია-სიყვარულით!!! შემდგომში ბევრჯერ გადავიკითხე ანტონ მაკარენკოს ნაშრომები და არა მარტო მისი ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ყოველთვის მაღელვებს და თან მსდევს უკვე როგორც მე-დედას… ამ ამბავს გაგრძელებაც აქვს. იგივე დედა რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ მისულა შეშფოთებული. ჩემს შვილებს არ ერგებათ ეგ სიყვარულის წესებიო. პედაგოგს კი ისევ დაუფიქრებლად უპასუხია-დოზა გაზარდეო….

დედებო, გისურვებთ ულევ ენერგიას, კეთილ გონებას, სიმშვიდეს, სიხარულს შვილების უსასრულო სიყვარულისათვის.“

თეა ჩიქოვანი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment