fbpx

“ყველაზე კარგი ადამიანი არის – ის, ვისაც უყვარს სხვები”_ ღირსი მამა სილუან ათონელი

ავტორი ნინო გონგაძე
1.9K ნახვა

1. ყველაზე მძიმე უნარი – არის მდუმარება.

2. ყველაზე მავნე უნარი – არის ყბედობა.

3. ყველაზე კარგი უნარი – არის მიტევება.

4. ყველაზე საჭირო უნარი – არის მოსმენა.

5. ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი – არის შეკითხვა.

6. ყველაზე არასასიამოვნო უნარი – არის პატივმოყვარეობა.

7. ყველაზე იშვიათი უნარი – არის გაცემა.

8. ყველაზე საშიში დამოკიდებულება – არის დამოკიდებულება სხეულზე.

9. ყველაზე სუსტი ადამიანი არის – ის, ვინც საკუთარ თავს ძლიერად თვლის.

10. ყველაზე ჭკვიანი ადამიანი არის – ის, ვინც აკვირდება საკუთარ გულს.

11. ყველაზე ახლო ადამიანი ღმერთთან – არის მოწყალე ადამიანი.

12. ყველაზე ღარიბი ადამიანი არის – ის, ვისაც ყველაზე მეტად უყვარს ფული.

13. ყველაზე კარგი საშუალება, რომ წინ აღუდგე ტანჯვას – არის მოთმინება.

14. ყველაზე კარგი საშუალება, რომ წინ აღუდგე უბედურებას – არის სიხარული.

15. ყველაზე აშკარა ნიშანი ავადმყოფი სულისა – არის უიმედობა.

16. ყველაზე კარგი ნიშანი ჯანმრთელი სულისა – არის რწმენა.

17. ყველაზე თვალსაჩინო ნიშანი არასწორი მოქმედებისა – არის გაღიზიანება.

18. ყველაზე ნათელი ნიშანი კარგი საქციელებისა – არის სულის სიმშვიდე.

19. ყველაზე კარგი ადამიანი არის – ის, ვისაც უყვარს სხვები.

ღირსი მამა სილუან (სვიმეონ) ათონელი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment