fbpx

“ანგელოზის დედა” – ნინო გვაზავას სათავგადასავლო წიგნი წიგნის ფესტივალზე

ავტორი ნინო გონგაძე
367 ნახვა
0 კომენტარი
0

“არსებობენ ავტორები, რომელთა ტექსტები, ათობით ფურცლის გადაშლას მოითხოვს და მერე თუ ახერხებს მკითხველის შეტყუებას. ზოგს არც ათობით ფურცელი ჰყოფნის, ნინო გვაზავა პირველივე გვერდიდან გვიტყუებს და “იძულებულს გვხდის” ნაწარმოებს ბოლომდე ჩავყვეთ. ეს წიგნი იმ ადამიანებზეა, რომელთაც შეუძლიათ იოლად თქვან: “ფანტაზია ზოგჯერ ისე ღვივდება, არ გამიკვირდება თუ ზოგიერთი ადამიანი ფეხების ბრახუნს დაიწყებს და ოქროს თევზებს მოითხოვს.” ეს არის წიგნი ადამიანებზე, ოღონდ არა იდეალურ ადამიანებზე, საკუთარი მარცხებითა და შეცდომებით. თუმცა ბოროტის მიერ კეთილის ძლევა ტექსტის გარდაუვალი მოტივია. ადამიანები საკუთარ თავში ამარცხებენ ბოროტს. ეს არის წიგნი საკუთარი თავის შეცნობაზე და იმაზე თუ არის სიცოცხლე და როგორ ვიყოთ “შვილნი სოფლისა”: “ჩემი გოლგოთა მაშინ დავძლიე, როდესაც მსხვერპლის როლიდან გამოვედი და გავაცნობიერე, რომ მე ვარ ჩემი ცხოვრების შემოქმედი და არჩევანი ჩემზეა, როგორ ღირსეულად, იმედიანად და სიყვარულით ვიცხოვრებ!” მწვანე გზა ლიტერატურულ ლაბირინთებში ავტორს, რომელიც ქართულ სამწერლო ასპარეზს ახალ ძალად მოერთვის”- ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორისა და მწერლის გიორგი კეკელიძის რეცენზია ნინო გვაზავას სადებიუტო წიგნზე -“ანგელოზის დედა”.

ნინო გვაზავა პროფესიით ჟურნალისტი და ქოუჩია. ბავშვობიდან წერს მოთხრობებს. ეს მისი პირველი წიგნია. ორ თვეში დაწერილი ემოციებით სავსე წიგნი თხუთმეტ წლიანი ცხოვრების თავგადასავალს იტევს. “ანგელოზის დედა” მოგვითხრობს ავტორის თხუთმეტი წლის შვილის შესახებ, მისი მოწამეობრივი ცხოვრების, ამ ქვეყნად მოტანილ სიკეთეზე, მადლიერებაზე, სათნოებასა და სიმშვიდეზე, რომელიც მკითხველს აძლევს გარდაუვალ შესაძლებლობას საკუთარ თავში ჩაღრმავდეს.

წიგნში არის ყველა ცად გაფრენილი ანგელოზის პასუხები, სათქმელი ცათა ჯადოსნური სამყაროდან, შვებად იმედად და ნუგეშად.

გთავაზობთ მოკლე ამონარიდს წიგნიდან:

„არ არსებობენ გმირი დედები; არსებობენ გმირი შვილები, რომელთანაც უბრალო ვერასოდეს იქნები!“

სწორედ ასეთი იყო ჩემი დათუნა- სიცოცხლისათვის მებრძოლი, ღვთისნიერი, ღვთიურობის განსხეულება, რომლის ძალა უბრალო არ იყო. მასთან უბრალოდ ყოფნისას შენში უსაზღვრო ძალას გრძნობდი…

ეს ფიქრი წითელ ზოლად გასდევს ჩემს ცხოვრებას …“ მე დიდი შვილი მინდა მყავდეს!“

სამყარომ, როგორც ჩანს, პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო : მართლა დიდი შვილი მომცა, ძალიან დიდი.. განა ანგელოზზე დიდი არსებობს რაიმე?

ავტორი ამბობს, რომ შემთხვევით არაფერი ხდება, რომ წიგნის წაკითხვის შემდეგ ანგელოზი დაისადგურებს ჩვენს გულებში და ჩვენს ცხოვრებაში საუკეთესო ცვლილებები დადგება.

ნინო გვაზავას სათავგადასავლო წიგნის -“ანგელოზის დედა” პრეზენტაცია გაიმართება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, კვირას 29 მაისს, 12 საათზე, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში. მკითხველს შესაძლებლობა ექნება, წიგნი ადგილზე შეიძინოს ავტორის ხელმოწერით✍️. წიგნის შეძენას შეძლებთ გამომცემლობა “წიგნიერის” დახლთან.

0 კომენტარი
0

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი