951
” – დათუნა……. უბრალოდ, წარმოიდგინე, რომ …. მე არ ვარ.
შენ ზიხარ მარტო, შენთვის და არავინ გყავს ხმის გამცემი.
– და შენ სად ხარ?
– მე არ ვარ!
– ასე არ ხდება- თქვა დათუნამ.
– მეც ასე ვფიქრობ,- უპასუხა ზღარბმა, – მაგრამ წარმოიდგინე რომ მოხდეს ასე და მე არ ვარ. საერთოდ. შენ კი მარტო ხარ.
რას გააკეთებ?
– ყველაფერს თავდაყირა დავაყენებ და გიპოვი.
– მაგრამ არ ვარ მე არსად. არა!!
– მაშინ…. მაშინ…
გავიქცევი მინდორზე- თქვა დათუნიამ, – და ხმამაღლა დავიყვირებ: “ზღააააარბოოოო”…
და შენ გაიგებ და მიპასუხებ: – “დათუნაააააა”..
აი ასე!
– არა!! – უპასუხა ზღარბმა! – მასე არა!
წარმოიდგინე რომ მე საერთოდ არ ვარ! ხვდები?
– რას გადამეკიდე?!- ეწყინა დათუნას…
თუ შენ არ ხარ, მაშინ ვერც მე ვიქნები.
გაიგე?….. “
სამყარო ხდება ჩვენში თქოო….
მხოლოდ – ჩვენში!
დაჯი მამულაშვილი
1 კომენტარი
მე მომწონს თქვენი გვერდი