თქვენი პასუხი ამ ტესტის კითხვაზე, გვიჩვენებს თუ რაზე ხართ წამსვლელი იმისთვის, რომ
იპოვოთ თქვენი მეორე ნახევარი.
კითხვა: წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უნდა გადახვიდეთ მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე, მაგრამ
ახლომახლოს ხიდი არ არის.
როგორ მოიქცევით?
- გადავცურავ
- დავიწყებ ხიდის გადებას
- გავყვები მდინარის ნაპირს ხიდის მოსაძებნად
- მოვძებნი ფონს
- დაველოდები, თუ როდის დაშრება მდინარე
გასაღები ტესტისტისთვის „მდინარის ნაპირზე“
წყლის ბარიერის გადალახვა არის იდეალური პარტნიორის ძებნის პროცესის ერთგვარი
ფსიქოლოგიური ექვივალენტი. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ შენ არ მიმართავ არანაირ
ძალისხმევას გარკვეული მიმართულებით, მაშინ არანაირი ურთიერთობები არ აეწყობა.
მაშ ასე, თქვენი არჩევანი:
1.გადავცურავ.
როცა დგება პატრნიორის შერჩევის საკითხი, პროცესში ერთვება თქვენი თანდაყოლილი
პერფექციონიზმი: ან იდეალური ურთიერთობები ან არანაირი. თქვენ ეძებთ დიდხანს და ჯიუტად, ეკითხებით სხვებს რჩევებს. „მალე მხოლოდ კატები იბადებიან“, – აი თქვენი
მიდგომის პრინციპი.
2.დავიწყებ ხიდის გადებას.
როცა თქვენ გადაწყვეტთ გულისწორის მოძებნას, დაიწყებთ სანაცნობო წრის გაფართოებას,
ახალ–ახალი კონტაქტების დამყარებას, რათა მათ შორის გამოარჩიოთ პარტნიორი.
3.გავყვები მდინარის ნაპირს ხიდის მოსაძებნად.
როცა ახალგაცნობილი ადამიანი მოგწონთ, თქვენ მოქმედებთ ღიად და ეუბნებით პირდაპირ:
„თქვენ ძალიან მომხიბლავი ხართ, მეც. რატომ უნდა დავკარგოთ დრო? კი თუ არა? ასეთ
დროს პარტნიორის შერჩევა ხდება ინტუიციით. თქვენ არ ეძებთ მას რაიმე „სპეციალური
მეთოდების“ გამოყენებით. არჩევა ხდება სპონტანურად.
4.მოძებნი ფონს.
ინფორმაციის შეგროვება და სერიოზული ანალიზი. აი ასე შეიძლება დავახასიათოთ თქვენი
მეთოდი. თქვენ არ ხართ შემთხვევის იმედზე და ცდილობთ შეარჩიოთ პარტნიორი თქვენი
წრიდან. როცა რომელიმე კანდიდატურას შეარჩევთ, აუცილებლად გაიკითხავთ მის შესახებ
საერთო ნაცნობებში, შეაგროვებთ ყველანაირ ინფორმაციას, კარგად გააანალიზებთ მას და
გულდასმით შეარჩევთ მისი გაცნობისა და მისი გულის დაპყრობის სტრატეგიას.
5.დაველოდები – როდის დაშრება მდინარე.
რომანტიკული პარტნიორის ძებნის პროცესში თქვენ მოუთმენლად იღებთ ყველაფერს, რასაც
გადაეყრებით. ნებისნიერ შემთხვევით ნაცნობობას ან ხანმოკლე კავშირს, თქვენ აღიქვამთ
როგორც სერიოზული ურთიერთობების დასაწყისს. „შევიდეთ ზღვაში, იქ გავერკვევით“ –
ასეთია თქვენი დევიზი.
მაგრამ, კარგად დაფიქრდით, იქნებ ღირს გამოავლინოთ ცოტა მეტი სიფრთხილე. შუა
ზღვაში რაიმე სახის კატასტროფის დროს ხომ ცოცხლად გადარჩენის შანსი თითქმის არ
არის…
კოკოლოგია- იაპონური ფსიქოლოგიური ტესტ თამაშები
თარგმნა: ხვიჩა მებონიამ