535
ნურასდროს დააბრალებთ თქვენს შეცდომებს თქვენს მშობლებს. საერთოდ დაანებეთ მათ თავი და მხოლოდ მადლიერებისთვის და სიყვარულისთვის შეაწუხეთ, როდესაც მადლობა უნდა გადაუხადოთ, როდესაც უნდა მოეფეროთ.
დახედეთ საკუთარ ხელებს. ახლა ამოატრიალეთ და ხელისგულებს დახედეთ – ამ ხელებს სასწაულების მოხდენა შეუძლიათ.
დაიჯერეთ ეს!
თქვენს ხელებში ღმერთია!
თქვენს გონებაში ღმერთია!
თქვენს გულში ღმერთია!
შეიძლება ადამიანში, რომელშიც ღმერთია, მშობლების უკმაყოფილო იყოს?! არა!
ახლა მომუშტეთ ხელები და რწმენით თქვით:
მე შემიძლია!
მე შემიძლია!
მე შემიძლია!
იმოქმედეთ იმის რწმენით, რომ საბოლოო გამარჯვება თქვენია!
სიყვარულით რამაზ გიგაური