თანამშრომლებზე შთაბეჭდილების მოხდენა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მათგან პატივისცემა დაიმსახუროთ. მთავარია ყოველთვის გახსოვდეთ, რომ პოზიტიური განწყობა ყველაზე მთავარია. თუ სამსახურში თქვენს მოვალეობაში სხვადასხვა სახის პრეზენტაციების ჩატარება შედის მაშინ ეს რჩევები თქვენთვისაა.
გააკეთეთ ჩანაწერები – შთაბეჭდილების მოსახდენად მთავარია ზუსტად იცოდეთ რაზე ლაპარაკობთ. თემის მოძებნა რომ არ გაგიჭირდეთ საჭიროა გააკეთოთ ჩანაწერები განსაკუთრებით მნიშნელოვანი საკითხებისა.
გადახედეთ ძველ ჩანაწერებს – თუ თქვენ პრეზენტაცია აქამდეც მოგიმზადებიათ უმჯობესია გადახედოთ მათ და გაითვალისწინოთ რის გაკეთებას აპირებთ.
ითხოვეთ დახმარება – თუ თქვენთვის ეს პირველი პრეზენტაციაა სთხოვეთ დახმარება უფროსს ან თანამშრომლებს.
გაამახვილეთ ყურადღება თქვენი მიღწევების შესახებ – თუ ეს აქამდე არ გაგიკეთებიათ, დროა მოიძიოთ ყველა თქვენი მიღწევა და პრეზენტაციაზე მასზე გაამახვილოთ ყურადღება.
მოემზადეთ შეკითხვებისთვის – კარგი პრეზენტაციისთვის ყველაზე მთავარი ისაა, რომ არ შეგეშინდეთ კითხვების. თუ თქვენ იმაზე იფიქრებთ რა შეკითხვა შეიძლება გაუჩნდეს ვინმეს საკუთარ თავში დარწმუნებული ვერ იქნებით და ასე დადებით შთაბეჭდილებას ვერ დატოვებთ.