fbpx

რიჩარდ ბრენსონის 9 პრინციპი

ავტორი ჟოლო
3K ნახვა

1. ადექი და გააკეთე!

ეს რიჩარდ ბრენსონის კრედოა. ეს არაჩვეულებრივი საჩუქარი [რწმუნებულება] მან ოჯახისგან მიიღო, სადაც ყოველთვის „აკეთებდნენ“ და მიუხედავად ყველაფრისა, აღწევდნენ მიზნებს.

2. იფიქრე “დიახ” და არა “არა” კატეგორიით

ამ პრინციპის გამო ბრენსონმა ზედმეტსახელიც კი მიიღო… მას “დოქტორ დიახ” შეარქვეს. ბრენსონმა თუ რამე განიზრახა, სტიქიური უბედურებაც კი ვერ შეძლებს მის შეჩერებას. “მე ყოველთვის ვოპოულობ მეტ მიზეზს იმისთვის, რომ გავაკეთო, ვიდრე, რომ არ გავაკეთო“. “დიახ” პოზიციიდან ეძებ გზებს. “არა” პოზიციიდან – მიზეზებს.

3. გამოიწვიე საკუთარი თავი

როდესაც იწვევ საკუთარ თავს – შენ იცვლები. იცვლება შენი ცხოვრება. როდესაც ახალი მიზნის დასახვის ნაცვლად, ცდილობ არსებული დონე შეინარჩუნო, ზრდა წყდება და რჩება დაკარგვის შიში.

4. დაისახე მიზნები

ცისფერ ოცნებასა და რეალურ განზრახვას შორის – მოქმედების მზადყოფნა დგას. ბრენსონი ფლობს ამ შინაგან თავისუფლებას: ის ისახავს მიზანს, შემდეგ კი მიდის და იღებს მას.

5. იცხოვრე მხიარულად

აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ამ ადამიანის ცხოვრებსთანაა კავშირში, მხიარულების სულით არის გაჟღენთილი. ის მოქმედებს, რისკავს და იღებს სიამოვნებას ყველაფრისგან, რასაც აკეთებს. თუ არ არის სიამოვნება, ის უბრალოდ არ აკეთებს!

6. ისწრაფე სამყაროს შეცვლისაკენ

ის დარწმუნებულია, რომ ეს არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც. მე ვფიქრობ, რომ ამ რწმუნებულებაში უდიდესი ენერგეტიკული მუხტია ჩადებული.

7. მყარად დადექი ფეხზე

8. იყავი ადამიანების ერთგული

“თუ მკითხავთ, რისი მჯერა ყველაზე მეტად, გიპასუხებთ: საკუთარი ოჯახის… თუმცა ვისწავლე მყარად ვიდგე ფეხზე. ჩემი გარემოცვის ერთგულებისა და თანადგომის გარეშე, ვერაფერს მივაღწევდი”. ალბათ ადამიანების მიმართ დამოკიდებულება იწვევს მათი მხრიდან ამხელა ნდობასა და სიყვარულს ბრენსონის მიმართ. თანამშრომლებში და გუნდის წევრებში, ის პირველ რიგში ხედავს, ადამიანებს. ამიტომ, ის არა მხოლოდ საკუთარ სარგებელზე, არამედ, მათ ინტერესებზეც ფიქრობს.

9. იცხოვრე სავსე ცხოვრებით

იცოდე აწმყოში ცხოვრება – ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა იყო ბედნიერი. იყავი ბედნიერი წარსულზე სინანულისა და მომავლის გადაჭარბებული მოლოდინების გარეშე. ბრენსონს აქვს მხოლოდ – დღეს… და ყოველდღე ის ქმნის მას თავისი ზრახვებითა და მოქმედებებით – და არა ოცნებებით, იმედებითა და სინანულით. სწორედ ამიტომ, ის სავსეა სიცოცხლით.

ავტორი: გიორგი თვალაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment

1 კომენტარი

Anonymous July 15, 2021 - 11:08 am

Dzalian brdznuli azrebi mogvawodet da amistvus ugrmesi madlobaaa gansakutrebit. 9 momewona da gamaxalusa dzalian

პასუხი