ჩემო თავო, ჩემო ძვირფასო,
შენით ვამაყობ.
მეამაყება შენი სულის სიდიადე,
შენი მშვენიერი ცხოვრება.
მიყვარს შენი ნაცხოვრები ყოველი წამი,
ბედნიერი და უბედური,
რადგან შენ იცი, მიხვდი რომ ასეც უნდა ყოფილიყო,
ასეც უნდა გეცხოვრა.
მე მჯერა შენი, მე მჯერა შენი დიადი ცხოვრების
და ვიცი,
რომ შენ აღმოაჩენ, ემსახურები შენს მისიას.
მისიას, რომელიც პირველ რიგში შენი თავის მიმართ გაქვს.
მისიას, რომელიც სამყაროს სიყვარულით იმდენად გაამდიდრებს,
რამდენადაც შენ ეს შეგიძლია.
შენ შეგიძლია
და ვხედავ რომ ამას უკვე აკეთებ.
ეს სიტყვები ძალიან მიყვარს. რამდენიმე წლის წინ, ისინი საკუთარ თავს დავუწერე. მაშინ როცა “ფენიქსივით” აღვსდექი.
მინდა ჩემს თავს და ყველა ადამიანს ვუსურვო, საკუთარი თავის უპირობო სიყვარულის ძალა, მაშინაც როცა ყველაზე საშინლად მიგვაჩნია საკუთარი თავი და მაშინაც როცა მიგვაჩინა რომ ყველაზე მაღლა ვდგავართ.
ადამიანების უმრავლესობა, მეც მათ შორის, საკუთარ თავს ვთხოვთ “წმინდანობას”, სრულყოფილებას და თავს მათთან ვაიგივებთ(ეს მახეა). არა და ჩვენ ადამიანები ვართ ადამიანური ბუნებით და ჩვენ გვაქვს უფლება განვიცდიდეთ ყველანაირ მდაბალ თუ ამაღლებულ განცდას, იმისათვის რომ ვიცხოვროთ საიდუმლო, რომელსაც ცხოვრება ჰქვია და შევძლოთ გააზრება თუ ვინ და როგორები ვართ სინამდვილეში.
მე ახლა ჩემს თავს მივმართავ სახელით და ხშირად ვეუბნები:
– მარიამ, შენ უკვე გავქვს ყველაფერი რაც გჭირდება ისეთი ცხოვრების შესაქმნელად, როგორიც გსურს და რაც არ უნდა დიდი სიხარული მიიღო ცხოვრებისგან და რაც არ უნდა დიდი გამოწვევის წინაშე დადგე, მიიღე ის მადლიერებით. გახსოვდეს რომ მისი არსებობის მიზეზი შენ ხარ, იმისთვის რომ გაიზარდო, იმისთვის რომ განვითარდე, იმისთვის რომ გახდე ნებისმიერი.
და როდესაც ამას ვიაზრებ და ვგრძნობ, უფრო მეტად მიყვარდება საკუთრი თავი და ადამიანი.
მარიამ ტატუაშვილი