fbpx

რჩევები ყველაზე მდიდარი ჩინელი ბიზნესმენისგან

ავტორი Ann
2.3K ნახვა

ჯეკ მა არის ჩინელი ბიზნესმენი, რომლის ქონება 22.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს გახლავთ ადამიანი, რომელსაც თავის დროზე სხვადასხვა სამსახურში აყვანაზე უარი უთხრეს, მათ შორის იყო რესტორნების ქსელი Kentucky Fried Chicken. დღესდღეობით მისი კომპანია Alibaba Group ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია აზიაში.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას ჯეკ მასგან:

ეძებეთ შესაძლებლობები – შესაძლებლობა არის ყველგან. მაშინ, როდესაც მე ვიწყებდი, ინტერნეტი სრულიად ახალი ხილი იყო, მისი არსებობის შესახებ თითქმის არავინ იცოდა, დღეს კი ის სამყაროს მომავლად ითვლება. ყველა ჭკვიანი ადამიანი ხელმისაწვდომია ინტერნეტით, ამიტომ იყავით ამ სამყაროს ნაწილი.

გამოიყენეთ ტექნოლოგიები – თუ გსურთ გახსნათ რესტორანი, გამოიყენეთ ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც თქვენს ბიზნესს უნიკალურს გახდიან.

 გაიფართოვეთ თვალსაწიერი – ყოველთვის დასვით საპირისპირო შეკითხვა: სწორია თუ არა ეს? იქნებ ასე არ უნდა იყოს? არის აქ რეალური შესაძლებლობები? და ა.შ.

 არ შეგეშინდეთ – თუ თქვენ ხართ 25 წლის და დაუშვით შეცდომა, ნუ შეგეშინდებათ. ნებისმიერი შეცდომა თქვენთვის მომავალში ძალიან ფასეული გახდება.

ნუ იჩქარებთ – მე შევქმენი გარკვეული სქემა იმის შესახებ, თუ რომელ ასაკში რის გაკეთებაა რეკომენდებული: 20 წლამდე იყავით სტუდენტი და დაახარჯეთ დრო სწავლას.

20-დან 30 წლამდე იმუშავეთ სხვადასხვა კომპანიებში. დიდ კომპანიაში მუშაობა კარგი პრაქტიკაა, თუმცა შეგიძლიათ იმუშაოთ ასევე პატარა კომპანიაში. ეს წლები თქვენ მომავალში აუცილებლად დაგეხმარებათ, რადგან ყველა უფროსისგან რაღაცის სწავლას შეძლებთ.

30-დან 40 წლამდე იმუშავეთ საკუთარ თავზე თუ ნამდვილად გსურთ თავად იყოთ ხელმძღვანელი.

40-დან 50 წლამდე აკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ, ნუ მოსინჯავთ ახალ სფეროებს, რადგან ეს უკვე დაგვიანებულია.

50-დან 60 წლამდე ასწავლეთ ახალგაზრდებს, მათ მეტი რამის გაკეთება შეუძლიათ და გამოიყენეთ მათი რესურსი.

60 წლის შემდეგ თქვენ გელოდებათ დასვენება, მზე და ზღვა.

შეცდით – ვურჩევ ახალგაზრდებს დაუშვან შეცდომები, რადგან ეს გასწავლით როგორ უნდა წამოდგეთ დაცემის შემდეგ. დატკბით თქვენი ასაკით და ცხოვრებით.

თარგმანი: ანი ყაზაიშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment