fbpx

ხშირად გააკეთეთ ეს და იქნებით ბედნიერი

ავტორი ჟოლო
973 ნახვა

ბედნიერების მიღწევის წესები:

N 1- შეწყვიტეთ საკუთარი თავის შეცოდება!

საკუთარი თავის შებრალება ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ემოციაა. თუ მას აყვებით, გაანადგურებს ყველაფერს, თავს უსუსურად იგრძნობთ. შეწყვიტეთ მსხვერპლის როლის მორგება,  ნუღარ შეიცოდებთ საკუთარ თავს და იქნებით ბედნიერი.

N 2- იყავით მადლიერი!

თანამედროვე სამყარო სავსეა მოვლენებით, ამიტომ ჩვენ იშვიათად ვართ მადლიერნი იმ სიკეთეებისთვის, რასაც ის ჩვენთვის იმეტებს. აი ახლავე დაიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ რის გამო ხართ მადლიერი: ოჯახი, ჯანმრთელობა, სახლი, ყველაფერი დანარჩენი. გამოავლინეთ და გამოთქვით მადლიერება ყოველ დღე და იქნებით ბედნიერი.

N 3- უფრო ხშირად თქვით „დიახ“

ჩვენ ყველა ძალიან ხშირად ვამბობთ „არას“, შეეცადეთ უფრო მეტად უთხრათ „დიახ“ მოვლენებს თქვენს გარშემო. უთხარით „დიახ“ ემოციებს, სიტუაციებს და იქნებით ბედნიერი.

N 4-თვალყური ადევნეთ ტკბობის და სიამოვნების მომენტებს

ჩვენ ხშირად აღმოვაჩენთ, რომ ნახევარი გზა გავიარეთ იმისკენ, რაც საერთოდ არ გვინდა. ამას რა თქმა უნდა ჯობია, იმ გზის ჯერ კიდევ დასაწყისში ვიყოთ, რომელიც სასურველ მიზნამდე მიგვიყვანს. ვინ გინდათ რომ სინამდვილეში იყოთ? მიჰყევით საკუთარ სიამოვნების შეგრძნებებს და იყავით ბედნიერი.

N 5- ისწავლეთ გაშვება

უმეტესწილად ემოციები გვიშლიან ხელს ბედნიერების და სიხარულის შეგრძნებაში. მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენ არ ხართ თქვენი ემოციები. გაუშვით არასასურველი ემოციები, გათავისუფლდით, დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: „შემიძლია თუ არა ამ სიტუაციის გაშვება?“. ხშირად გააკეთეთ ეს და იქნებით ბედნიერი.

N 6-აკეთეთ კეთილი საქმეები

სიკეთეს მუდამ აქვს ორი საზღვარი. როდესაც სიკეთეს იჩენთ, თავს გრძნობთ უფრო ბედნიერად და სხვებსაც გადასცემთ ამ გრძნობას. აკეთეთ უფრო მეტი „შემთხვევითი სიკეთე“ ყოველდღიურად – გაუღიმეთ ვინმეს, გაუღეთ კარი, დაპატიჟეთ ვინმე ყავაზე – და იქნებით ბედნიერი.

N 7- ბედნიერება მხოლოდ ახლაა შესაძლებელი

ბევრი ჩვენგანი ატარებს ცხოვრებას ყველა დროში, მაგრამ არა ახლა. ჩვენ დაკავებულნი ვართ ჩვენი წარსულით, ან სამომავლო გეგმებით, მაშინ როცა არსებობს მხოლოდ ახლანდელი დრო.  მიიღეთ გადაწყვეტილება და იყავით ბედნიერი ახლა, დღეს.

N 8-დააფასეთ მედლის ორივე მხარე

რამდენად ხშირად ვცდილობთ ხოლმე მთლიანად ჩავიფლოთ ბედნიერებაში და უარვყოთ სევდა? სინამდვილეში, ეს ორივე ემოცია ერთი მედლის ორი მხარეა. ვერ მივაღწევთ ერთს მეორეს გარეშე. სევდა ცხოვრებისეული მნიშვნელოვანი მოვლენაა. ნუ გაუწევთ წინააღმდეგობას ამ ემოციებს და იქნებით ბედნიერი.

N 9- იყავით მეტად კომუნიკაბელური

კვლევები ადასტურებს, რომ ყველაზე წარმატებულ და ბედნიერ ადამიანებს ძალიან დიდი სანაცნობო წრე ჰყავთ. რამდენი მეგობარი გყავთ თქვენ? იყავით აქტიურები, უფრო მეტი ადამიანი დაიმეგობრეთ და თქვენ უფრო ბედნიერი გახდებით.

N 10-გიყვარდეთ უფრო მეტად

რაც უფრო ძლიერად გიყვართ, მით უფრო ბედნიერი ხართ. მეტი სიყვარული მიეცით ყველას და ყველაფერს რაც თქვენს გარშემოა: მეგობრებს, ოჯახს, ბუნებას, მტრებსაც კი – გაუღეთ გულის კარი – აჩუქეთ სიყვარული და იქნებით ბედნიერი!

N 11- იოცნებეთ

ოცნებები – თქვენი სულის ანთებული სანთლებია. ისინი გეხმარებიან წინსვლაში. რაზე ოცნებობთ? დაფიქრდით ამაზე, ჩაიწერეთ თქვენი ოცნებები. ფოკუსირდით, რომ რეალობად აქციოთ… ამით ბედნიერი იქნებით!

N 12-მოლოდინი სახავს მიმართულებას

ჩვეულებრივ, ზუსტად ის ხდება, რასაც ელოდებით. ამიტომ ჩამოიყალიბეთ საუკეთესო მოლოდინები ყველაფრის მიმართ და ბედნიერი იქნებით.

N13-მიიღეთ ყველაფერი ისე, როგორც არის

ბევრი ჩვენგანი კარგავს დროს არსებულთან ბრძოლაში. ვებრძვით საკუთარ ემოციებს, ამით ვზრდით საკუთარ ბრაზს. მიიღეთ ყველაფერი ისე, როგორც არის, შეცვალეთ სიტუაცია თუ შეგიძლიათ ეს, მაგრამ მანამდე აუცილებლად მიიღეთ ის და იყავით ბედნიერი.

N 14-ივარჯიშეთ და სწორად იკვებეთ

თქვენ ხართ იმდენად ბედნიერი, რამდენადაც ამას თქვენი ცხოვრების სტილი გამოხატავს. ოპტიმალური ბედნიერების შეგრძნებისთვის ეცადეთ დღეში 40 წუთი მაინც ისეირნოთ. მიიღეთ საკვები ომეგა 3ის შემცველობით, მიიღეთ მეტი თევზეული, ყველი და თხილი.

N 15-გაიღიმე, იცინე და იცეკვე!

იცინეთ ცხოვრების სიგიჟეებზე, მოაწყვეთ მხიარულება რაც შეიძლება მეტჯერ. შემოიკრიბეთ გარშემო ბედნიერება კარგი მუსიკით, ცეკვით, გაიღიმეთ და იყავით ბედნიერი.

N 16-  აავსეთ ცხოვრება ცოდნითა და მოვლენებით

კვლევები ადასტურებენ, რომ მატერიალური სიმდიდრე გვაბედნიერებს მხოლოდ დროებით. ცხოვრებისეული გამოცდილება და განცდები კი მეტ ბედნიერებას გვანიჭებს. ჩადეთ ინვესტიცია საკუთარ თავში, როცა შესაძლებლობა მოგეცემათ იმოგზაურეთ ბედნიერ ადამიანებთან ერთად, შეიძინეთ შეუფასებელი ცოდნა, რომელიც გაგაბედნიერებთ თქვენც და თქვენს ახლობლებსაც!

შეჯამება

ბედნიერების მიღწევა იმაზე გაცილებით ადვილია, ვიდრე ჩვენ გვგონია! როგორც, ალბათ, უკვე მიხვდით, ის დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა ხდება გარე სამყაროში, არამედ იმაზე, რაც ხდება ჩვენს შინაგან სამყაროში. თითოეულ ჩვენგანს აქვს უნარი დაიტიოს უდიდესი ბედნიერება და ცოდნა.

გახსოვდეთ, რომ მზე მუდამ ანათებს , შეუწყვეტლად….

 

ინგა ბლესსის ფსიქოლოგიური ცენტრი

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment