fbpx

„ჩვენს შვილებთან არ დავუშვათ იგივე შეცდომები“…

ავტორი ჟოლო
58 ნახვა

მთელი ჩვენი ცხოვრება ჩვენი მშობლების მიერ დაშვებული შეცდომებია ჩვენი ბავშვობის პერიოდში, დანარჩენი პერიოდი კი ჩვენი მხრიდან მათი შეცდომების გამოსწორება და ტრავმების მკურნალობა. ამაში დავრწმუნდი ბოლომდე. ოღონდ ეს არ არის “საბრალდებო დასკვნა” მათ მიმართ, ისინიც ისეთივე ბავშვები იყვნენ თავის დროზე და ისინიც ისეთივე ტრავმირებულები… 

მათი ბრალი არ არის…

უბრალოდ, ის ადამიანები, ვინც ამას დროულად აცნობიერებენ, აქვთ შანსი თავი დააღწიონ ამ “ეშმაკის წრეს” და გათავისუფლდნენ, ყველანაირი ბრალდების და უკურეაქციის გარეშე.

კი, ჩვენ ჩვენივე მშობლების გამო ვართ ხშირად ის რაც ვართ, ის რაც გვტკივა, ის რაც შევძელით ან ვერ შევძელით, თუმცა ჩვენს ხელშია ამ ყველაფრის სასიკეთოდ შემობრუნება.

ტყუილია, რომ მშობლის და შვილის ურთიერთობა უპირობო სიყვარულის საზომია, ეს ისეთივე იშვიათია, რამდენადაც თვითონ მშობელია გაცნობიერებული. ხშირად ამ “უპირობო სიყვარულის” უკან მშობელი ცდილობს საკუთარი სიცარიელის შევსებას და საკუთარი ფუჭი ცხოვრების რეალიზებას შვილში, რომლის მისწრაფებებიც ხშირ შემთხვევაში არ ემთხვევა ერთმანეთს.

დღეს ჩვენ შეგვიძლია ეს შევცვალოთ, მინიმუმ გავთავისუფლდეთ და მაქსიმუმ ჩვენს შვილებთან არ დავუშვათ იგივე შეცდომები. ნუ გახდით საკუთარ შვილებს მანიპულირების ობიექტად

(არ მიყვარს მსგავსი მოწოდებები, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა თაობები იცვლებიან ამის გამო). უბრალოდ გიყვარდეთ და მიეცით თავისუფლად სუნთქვის საშუალება, მიუხედევად იმისა ყველაზე კარგად დაწერს თუ არა საკონტროლოს, ყველაზე პირველი იქნება თუ არა კლასში… სულაც რომ უკანასკნელი იყოს, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ის მაინც ეყვარებათ. 

Emma

მსგავსი სტატიები

Leave a Comment