გარე სამყარო ჩვენი შინაგანი პროგრამების სარკეა და ამ პროგრამებს, ადამიანების და გარემოებების მეშვეობით აირეკლავს .
აღსანიშნავია, რომ ანარეკლით უკმაყოფილო ადამიანი მუშაობს თავთან და არა ანარეკლთან. თუ ამას დავამატებთ საკუთარ თავთან გულწრფელობას, ვაღიარებთ საკუთარ თავთან დამოკიდებულებებს – როგორც ვექცევით თავს, ისე გვექცევიან სხვები, ისინი კი თავის მხრიდან, ჩვენში ირეკლავენ, საკუთარ ფარულ სურვილებს და წარმოდგენებს.
რაც არის შინაგანად, ის არის გარშემო… ჩვენი შინაგანი სამყარო მოიზიდავს, სხვების შინაგან სამყაროს.
დააკვირდით, თუ გარემოს აფასებთ (ანარეკლი) უარყოფითად – თავად ხართ მოწყენილი და დეპრესიული, ეს ხომ თქვენში ხდება.
თუ გარშემო კეთილი ნათელი ადამიანებია, შინგანი მდგომარეობა გაქვთ შესაბამისი.
სინამდვილეში, ყველაფრი ძალიან მარტივია!
იმუშავებთ, შინაგან პროგრამებზე? შეიცვლებიან ადამიანები, გარემოებები და შეიცვლება სრულიად სამყაროს აღქმა.
ვისთვის ვწერ ამ თემას? ქალბატონებისთვის, რომ მოახდინონ გაცნობიერება – სურვილის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ შეცვალონ გარემო თავისი დამოკიდებულებით. ჩემო ძვირფასო ქალბატონებო, ჩვენ ვარ საოცარი ნიჭით დაჯილდოვებული, ჩვენ ვართ ჯადოქრები! ჩვენ ვახდენთ სასწაულებს!
ვეცადე გასაგებად ამეხსნა, რომ ყველა გაკვეთილში რომელსაც მამაკაცები (მეუღლე, მამა, შვილი, ძმა, გამვლელი… ) გვიტარებს ცხოვრებაში, ჩადებულია ქალურობასთან დაბრუნების, შემობრუნების აუცილებლობა. დღევანდელ რეალობაში, უმეტესობა ქალბატონებისას აქვს მამაკაცური საწყისი მეტობაში და სულაც არ არის გასაკვირი, რომ ნებისმიერი მამაკაცი „რკინის ლედის“ გვერდით წამოწვეს ტახტზე, „დააჯდეს კისერზე“, იყოს უქნარა, დაიწყოს სმა ან თამაში ან გახდეს „მექალთანე“… როდესაც ქალი იმყოფება მსხვერპლის პოზიციაში, მოთქვამს რთულ და გაუსაძლის ხვედრზე, ნანობს უამრავ რამეს… ამ დროს, კაცში აღვიძებს ტირანს, რომელიც სჩადის უღირს საქციელს.
არადა, სწირედ მისი საშუალებით სამყარო ცდილობს მოიყვანოს აზრზე. „უმსგასო“ ტიპის მამაკაცების არსებობით, სამყარო ქალს ეუბნება: “გახდი ქალი! ისწავლე თავის სიყვარული, დაიწყე სიცოცხლის დაფასება, ამ ქვეყნად არ მოსულხარ სატანჯველად! შე ხარ ქალი! სად არის, მდინარე წყლის მოქნილობა, სიბრძნე? სად არის ვნებიანი ცეცხლი? რატომ უარყოფ შენ ქალურ საწყისს? სად არის სილამაზე, სინაზე, სიმსუბუქე, სიხარული? სად არის რწმენა?
აი, შენ, ეს მამაკაცი! გყავდეს! ის იქნება შენი ანტივირუსი ან „ტრენაჟორი“ :), გაწმინდავ პროგრამებს ან ივარჯიშებ მანამ, სანამ ყვავილივით არ გაშლი, არ გამოაჩენ შინაგან სილამაზეს და ქალურობას, არ განავითარებ შინაგან სიბრძნეს…
შენ უნდა გეთაყვანებოდნენ, ბრწყინავდე, სითბოს და სიყვარულს ასხივებდე…
გთხოვ, ისწავლე ქალურობა და გახდი ქალური!”.
მაშინ, როდესაც ქალს უჭირს გაერკვეს სამყაროს კანონებში ან არ უნდა… როდესაც, ის შორდება ან გაურბის ანარეკლს, უკეთესი ახალი ანარეკლის (მამაკაცის) პოვნის იმედით… ჰოპ, საოცრებავ…. სხვა ადამიანი კი მიიღო, მაგრამ აქვს იგივე ან უფრო უარესი პრობლემები… ჩაკეტილი წრე. რაც არ უნდა მაკრიტიკოთ, რატომ ქალები, კაცები რა, არაფერ შუაში არ არიანო? მე ყოველთვის ცხოვრების ილუზორულობას დავეყრდნობი, ჩვენი შინაგანი პროგრამების პროექციას გამოვიყენებ ფაქტად, რეალობის ანარეკლად აღქმას მივაწვები და ვიტყვი: ქალია თუ კაცი, ყველა, ცხოვრობს თავის შინაგანი პროგრამების ანარეკლში და იმის მიხედვით რამდენად დავირუსებული აქვს თუ გასუფთავებული ეს პროგრამები, იმდენად ეძლევა სასურველი ცხოვრებით ცხოვრების საშუალება.
კიდევ, დავამატებ: ქალს შეუძლია შეცვალოს თავისი ანარეკლი, თუ არ მოსწონს! ცვლილებები დაიწყოს თავიდან. ყველაფრი რაც ქალის გარშემო ხდება იწყება ქალის შინაგანი სამყაროსგან.
ქალი – სივრცეა. ამ სივრცეს ავსებს საკუთარი თავის სიყვარულით, პატივისცემით, თავის რწმენით, მიმღებლობით.. ამის მერე, ასხივებს სხვებში და სხვაგან, რათა ანათოს და ჰქონდეს სიცოცხლის ხალისი!
გეთანხმებით, რთულია.
მტკივნეულია საკუთარი თავის შეცვლა, მაგრამ გაცილებით მტკივნეულია, იმის გააზრება, რომ არსებული დებულებებით, შეხედულებებით, დავირუსებული პროგრამებით ქალი ანგრევს საკუთარ ცხოვრებას…
რამდენადაც არ უნდა იყოს გასაკვირი, “ტკივილი” საჭიროა.
მე მივხვდი ამას, როდესაც დავიწყე აქტიური მუშაობა საკუთარ თავზე. ჩემი ზრდა და განვითარების შედეგად ნელ-ნელა შეიცვალა უკმაყოფილობების გამომწვევი გარემოებები. ტკივილი ურთიერთობებში – ეს განუყოფელი თანამგზავრია ორი ზრდასრული ადმიანისთვის, რომელიც ქმნის ან აქვს ოჯახი და მუშაობს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. მაქვს საკუთარი და უამრავი სხვა მაგალითები, როდესაც ქალბატონები და მამაკაცები უარს ამბობენ ერთად გაზრდაზე, გაურბიან ტკივილს და ასრულებენ ურთიერთობას, ახალი ურთიერთობების იმედით, რომ სხვასთან გამოუვათ, მაგრამ ნურას უკაცრავად! თავიდან ყველაფრი მიდის გადასარევად (ეს შეყვარებულობის ხანა), მაგრამ მერე გარდაუვალად დგება დავირუსებული პროგრამების გაწმენდის პროცესი – კამათის, გამოკიდების, გაკრიტიკების, ლანძღვის და ისევ საიდანღაც, გამოძვრება ის ტკივილი, რომელსაც წინა ურთიერთობებში გაექცა. ახლა მითხარით, აქვს თუ არა აზრი წრეზე სირბილს?
ყოველთვის, ყოველთვის დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვები:
რას მასწავლის, ახლა, ეს სიტუაცია?
რატომ მოხდა ასე? რას ვერ ან არ ვხედავ?
რა გაკვეთილი უნდა მივიღო?
რა უნდა გავითვალისწინო დღეიდან?
რა უნდა გავაკეთო, ეს რომ არ მოხდეს?
ამ კითხვებზე პასუხების შედეგად, გადახვალთ რესურსულ მდგომარეობაში.
თუ ტკივილი გვაძლიერებს და გვამყოფებს რესურსულ მდგომარეობაში, რატომ გავურბივართ მას და რატომ ვთვლით, რომ ის არ უნდა არსებობდეს?
ხშირად, სიცოცხლე რომ გაგრძელდეს, აუცილებელია „ცეცხლში გაიარო“, „წყალში ჩადგე“ ეს ემსახურება ურთიერთობების გამოწრთობას. ნუ შეგაშინებთ ტკივილი. ნებისმიერი ურთიერთობები – ეს სირთულებია. თუ გგონიათ, რომ ბოლოს და ბოლოს გეღირსათ ნორმალური მამაკაცი და შეიძლება ახლა მოდუნდე და დატკბე, მერწმუნეთ, ტყუილად გგონიათ, იმედები მალე გაგიცრუვდებათ . უნდა იყოთ, მზად იმისათვის, რომ იქნება სირთულეები, მაგრამ ამ სირთულეებს შეხედეთ როგორც ერთმანეთთან დაახლოების, გაზრდის, შეცნობის და თანამეცხედრედ გახდომის შანსს..
საყვარელი ადამიანი – ის კი არ არის ვისთანაც ყოფნით შეიძლებელია დროს 100% დატკბე. საყვარელი ადამიანი – არის ის ვისი გულისთვისაც მზად ხართ გადალახოთ წინააღმდეგობები და შეიცვალო უკეთესობისკენ. ეს ის ადამიანია, ვისაც იღებთ ისეთს, როგორიც არის, ყოველგვარი პირობების გარეშეეეეე!
თუ მოგეწონათ თემა, გაუზიარეთ მეგობრებს. 💚
წარმატებები!
თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით
ტრენერი და ეფექტური აზროვნების ქოუჩი
4 აპრილს გიწვევთ თამარ კვარაცხელიას 21 დღიან ონლაინ ტრენინგზე #ზრდისფაქტორი..
შემგვიერთდით, დეტალებს გაეცნობით ამ ბმულზე: http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/
