თქვენ სული ხართ!
თქვენ არ ხართ სხეულში, ეს სხეულია – თქვენში.
თქვენ არ ხართ სხეული, რადგან სანამ თქვენი სხეული დაიბადებოდა, თქვენ მანამდეც იყავით და იქნებით მაშინაც, როდესაც თქვენი სხეული აღარ იქნება.
თქვენ – სული ხართ.
თქვენ უკვდავი ხართ და ნუ აზროვნებთ „სხეულის გონებით“, იაზროვნეთ სულიდან გამომდინარე, „სულის გონებით“.
გააცნობიერეთ, რომ თქვენ სამყაროს შვილი ხართ,
გააცნობიერეთ ღმერთის ძალა თქვენში.
ეს მოგანიჭებთ უდიდეს ძალას, სიყვარულს, სიხარულს, რწმენას და თავდაჯერებულობას.
დაიხმარეთ სამყარო თქვენი მიზნების მიღწევაში.
ამისათვის კი გააცნობიერეთ თქვენი სიდიადე.
ასე უფრო იოლი გახდება თქვენი მიზნების მიღწევა.
ღელვა, შფოთვა, ეჭვი, შიში სხეულს ახასიათებს.
* ნუ ღელავთ;
* ნუ შფოთავთ;
* ნუ გეპარებათ ეჭვი;
* ნუ გეშინიათ.
თუ თქვენ გინდათ, რომ ყველაფერი უკეთესად იყოს, დაიჯერეთ ეს, ირწმუნეთ ეს, ამაში 1 % ეჭვიც არ შეგეპაროთ და ეს ასეც იქნება.
თქვენ ეს შეგიძლიათ. უფრო მეტიც, თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ, რადგან თქვენ – სული ხართ!
რამაზ გიგაური