fbpx

„როგორ იპოვო ბედნიერება“

ავტორი ჟოლო
810 ნახვა

სემინარზე, რომელსაც  50 ადამიანი ესწრებოდა, სპიკერმა  ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა. მან თითოეულ მონაწილეს სთხოვა თავისი სახელი დაეწერა ბუშტზე. გაბერილი ბუშტები ერთ ოთახში მოათავსეს.


exშემდეგ, სპიკერმა უთხრა იქ მყოფთ, შესულიყვნენ ოთახში და 5 წუთის განმავლობაში ეპოვნათ ის ბუშტი რომელზეც თავიანთი სახელი ეწერა.

ყველა ცდილობდა მისიის შესრულებას, თუმცა ამ ყველაფერს დიდი ქაოსი მოჰყვა.
5 წუთის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ვერავინ იპოვა ბუშტი, რომელზეც მისი სახელი ეწერა.

ამის შემდეგ კი სპიკერმა მიმართა ყველას, აეღოთ ნებისმიერი ბუშტი, ხმამაღლა ეთქვათ სახელი და მიეცათ ადრესატისთვის. შედეგად, ერთ წუთში ყველას თავისი ბუშტი ეჭირა.

სპიკერმა თავისი გამოსვლა ასე დაასრულა:

“ასე ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ყველანი მივედ-მოვედებით და დავეძებთ ბედნიერებას… არ ვიცით სად არის იგი. რეალურად კი ჩვენი ბედნიერება სხვის ბედნიერებაში იკვეთება, გახადე სხვა ბედნიერი და შენც მიიღებ შენს წილ ბედნიერებას. ეს არის კაცობრიობის მიზანი, სწრაფვა ბედნიერებისკენ!“

წყარო: zrda.wordpress.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment