fbpx

ძალით წაიკითხე, სასარგებლოა …

ავტორი ჟოლო
2.3K ნახვა

არ შეთხზა, არ მოიგონო ისტორიები იმისთვის, რომ თავი დაიმშვიდო, ვითომ ბედნიერი ხარ.

ნუ გექნება ილუზია, რომ შენი გამოგონილი ცხოვრება ნამდვილია.

უკეთესია, სიმართლეს ჩახედო თვალებში.
უკეთესია იცოდე ნამდვილი მე, ვიდრე სიცრუეში გაატარო წუთისოფელი.

გარდაუვალია. დადგება ჟამი, როცა იძულებით მოგძვრება ნიღაბი. ნიღაბი, რომელიც ხანში შესულ ადამიანებს აღარ უჩერდებათ სახეზე.

ბოლოს, ის მოხუცები იტანჯებიან, რომლებმაც ახალგაზრდობაში რეალურად არ შეაფასა საკუთარი თავი, საკუთარი შესაძლებლობები, გაურბოდნენ სიმართლეს და ეგონათ დრო გაჩერდებოდა.

გამოიყენე გონიერება, წინდახედულება, შორსმჭვრეტელობა, მაგალითად მიიღე სხვისი შეცდომები, თორემ, როცა დაუძლურდები, სინანულის მიუხედავად, შეიძლება გამჩენმაც მიგატოვოს.

გაუგონარ და დაუჯერებელ ამბებს ყვებიან მოხუცები, როგორი ლაღი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, როგორ ატარებდნენ ილუზიაში ცხოვრებას. არასოდეს ფიქრობდნენ ახალგაზრდობაში, რომ ასეთი ჯოჯოხეთური სიბერე დაუდგებოდათ.

როცა ასაკში შეხვალ, ფიანდაზად უნდა გაეგო ახალგაზრდებს, ასწავლო და მოეფერო, გული არ უნდა ატკინო, პატივი უნდა სცე მათ შეცდომებს, რომელიც გამოუცდელობის გამო მოსდით.

როცა იცხოვრე ნახევარი საუკუნე, ანუ 50 წელი, არ გჯერა და ვერ გრძნობ შენს ასაკს, ესეიგი ილუზიას აგრძელებ და დასაღუპად ემზადები.

სწორ დროს, სწორ ადგილას, წესების დაცვით თუ დათესავთ მარცვალს, მოსავალსაც კარგად მიიღებთ.

შეიძლება იყო ნაკითხი, მაგრამ არ იყო განათლებული. განათლებულმა ადამიანმა იცის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, სიყვარულის, ცხოვრების ფასი.

სიღრმისეულად გონიერი და განათლებული ადამიანი ბედნიერია და აბედნიერებს სხვასაც. იცის ყველაფერი და არასოდეს არ ამტკიცებს რა არის ჭეშმარიტება. არასოდეს ამეტებს სხვებს თავს და არ იბრძვის პირველობისთვის. მან იცის: მოვიდა, დიდხანს იყო, მიიღო ტკბობა, დაიღვარა სიკეთედ, შეირგო ის რაც მიეცა და ბედნიერი წავიდა.

,,ადამიანებს მოექეცი ისე, როგორც გინდა, მოგექცენ შენ” – ეს ურთულესი ყოფილა, იმიტომ, რომ ყველამ იცით, მაგრამ ვერ აკეთებთ. ვინც ამ სწავლებით და მორალით იცხოვრა, ყველამ მიიღო ღვთისგან საჩუქარი.

გიორგი ჯაჯანიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment