fbpx

იყავი ლმობიერი სხვების მიმართ და მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ

ავტორი ჟოლო
756 ნახვა

გთავაზობთ მეორე წერილს სერიიდან “განდაპასი გვირჩევს – ლიდერობის 5 საიდუმლო”.

საიდუმლო 2

იყავით ლმობიერი სხვების მიმართ და მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ

რამდენად ხშირად ვღიზიანდებით, როცა ვინმე აგვიანებს ჩვენთან შეხვედრაზე, მაგრამ როგორი შემწყნარებლურობით ვეკიდებით საკუთარ თავს თუ ჩვენ თვითონ დავაგვიანებთ სადმე?

რამდენად გვიშლის ნერვებს, როცა ვინმე მოულოდნელად ჩაგვიჭრის გზას ქუჩაში, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, ჩვენ თვითონაც გაგვიკეთებია მსგავსი რამ.

როგორ ვცოფდებით, როცა ვიგებთ, რომ ვინმემ მოგვატყუა, მაგრამ ბევრად უფრო ლმობიერი ვართ საკუთარი თავის მიმართ, თუ ჩვენ თვითონ ნებსით თუ უნებლიეთ ვინმე მოვატყუეთ.

რა უნდა გავაკეთოთ?

პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ, რომ თითოეული ადამიანის ესა თუ ის ქმედება არის  გამოწვეული რაიმე მიზეზით.

მაგალითად:

იქნება და იმიტომ კი არ დააგვიანა, რომ უპასუხილმგებლოა, უბრალოდ შეიძლება ჩვენსკენ მომავალს გზად რაიმე გაუთვალისწინებელი შეემთხვა.

იმიტომ კი არ ჩაგვიჭრა გზა შუა ქუჩაში, რომ თავხედია, არამედ იმიტომ რომ შეიძლება ბავშვთან აგვიანდება და ცდილობს რაც შეიძლება ჩქარა მოხვდეს სკოლასთან რომ პატარას არ შეეშინდეს.

იმიტომ კი არ მოგვატყუა რომ გვავნოს, არამედ შეიძლება ამით დაგვიცვა რაღაცისგან.

ამიტომაც, იყავით ლმობიერი სხვების მიმართ და მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ.

დავალება:

1) დასწიეთ სხვების მიმართ მოთხოვნის და მოლოდინის თამასა.

2) აიღეთ პასუხისმგებლობა სხვების ქმედებებზეც მიზეზ-შედეგობრივი კავშირების შესახებ თქვენი წარმოდგენების გაფართოებით.

მაგალითად: იქნება და ცოლი იმიტომ კი არ ჭორაობს საათობით დაქალთან ტელეფონით, რომ ჭორიკანაა, არამედ იმიტომ რომ თქვენ არ გსურთ მისი მოსმენა და მასთან საუბარი?

თქვენი ბიჭი იმიტომ კი არ ზის მთელი საღამო კომპიტერთან და ერთობა უაზრო თამაშებით, რომ მათ გარეშე არ შეუძლია, არამედ იმიტომ რომ თქვენ არ შეგიძლიათ შესთავაზოთ მას რაიმე ბევრად უფრო საინტერესო ვარიანტი საღამოს გატარებისა?

იქნებ დედათქვენი იმიტომ კი არ არის გაღიზიანებული და ცუდ ხასიათზე ამ ბოლო პერიოდში, რომ ასაკის მტებასთან ერთად ჭირვეული გახდა, არამედ ავად არის და თვითონ ამას ვერ გეუბნება, შენ კი ვერ ხვდები რომ ადგე და წაიყვანო სამედიცინო გამოკვლევაზე.

3) ასწიეთ საკუთარი თავისადმი მომთხოვნელობის თამასა.

აიღეთ პასუხისმგებლობა ყველაფერზე რასაც აკეთებთ. შეეშვით სხვების დადანაშაულებას და საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენას. მაგალითად, გათვალეთ შესაძლო შეფერხებების დრო, როცა შეხვედრაზე მიდიხართ და გადით ოფისიდან ამის გათვალისწინებით.

4) შეაქეთ საკუთარი თავი ყოველთვის, როცა თქვენი გაცნობიერებული მოქმედების შედეგად გამოხვედით გამარჯვებული ამა თუ იმ სიტუაციაში.

საკუთარი თავის წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია თავდაჯერებულობის, საკუთარი თვითშეფასების ასამაღლებლად. ამიტომ ყოველთვის, როცა შეძლებთ ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების შესაბამისად გაცნობიერებულად მოქცევას, შეაქეთ საკუთარი თავი და მუდამ გახსოვდეთ ლიდერობის მეორე საიდუმლო:

იყავით ლმობიერი სხვების მიმართ და მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ.

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

https://mebonia.com/

განდაპასი გვირჩევს – საიდუმლო1

მსგავსი სტატიები