fbpx

წიგნები, რომელთა წაკითხვას გავლენიანი ადამიანები გვირჩევენ

ავტორი ჟოლო
1,058 ნახვა

დრო მიდის და დროსთან ერთად აუცილებელია, რომ ჩვენც წინ წავიდეთ.

რამდენიმე დოლარად(ლარად), თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ისეთი ცოდნა, რომელიც ფასდაუდებელია და დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში.

გთავაზობთ 3 წიგნს, რომელსაც მსოფლიო დონის ბიზნესმენები გვირჩევენ.

ინოვატორის დილემა: წიგნი, რომელიც შეცვლის ბიზნესის კეთების გზას

კლეიტონ ქრისტენსენი ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორია.

“ფორბსის” მონაცემებით 2011 და 2013 წლებში, მან მეორე ადგილი დაიკავა “მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ბიზნეს მოაზროვნეებში”.

ამ წიგნში აღწერილია თუ როგორ კარგავენ ბაზარზე ლიდერობას წარმატებულად მომუშავე კომპანიები.

ძირითადი აქცენტი გაკეთებულია კომპანიებზე – რას აკეთებენ სწორად და რას არა.

ამ წიგნს რეკომენდაცია გაუწია სტივ ჯობსმა და ჯეფ ბეზოსმა.

ცხოვრებას შენ განაგებ: იპოვე წარმატების საკუთარი გზა

პიტერ ბაფეტი ამერიკელი მწერალი, კომპოზიტორი და მუსიკოსია.

ის გახლავთ მილიარდერი, უორენ ბაფეტის, უმცროსი შვილი.

ის გახდა ნიუ–იორკ თაიმსის ბესტსელერი მწერალი.

წიგნში დასმულია პრობლემატური საკითხი: რომელ გზას ავირჩევთ – გზა, რომელიც რთულია, თუ გზა, რომელიც მარტივია?

ალბათ მიხვდით რაც იგულისხმება. პიტერ ბაფეტი გვირჩევს, რომ მივყვეთ საკუთარ გულსა და გონებას, წარმატებას თვითონ მივაღწიოთ და არასდროს ვუყუროთ სხვის ხელებს.

წიგნს რეკომენდაცია გაუწია ბილ კლინტონმა და ბილ გეითსმა.

ინტელიგენტი ინვესტორი: წიგნი ხარისხიან ინვესტიციებზე

ბენჟამინ გრაამი გახლდათ ინგლისელი საინვესტიციო მრჩეველი და ეკონომისტი. მისი წიგნი დაფუძნებულია ინვესტორებზე და გვასწავლის, რომ გრძელვადიანი ინვესტიციები ყოველთვის უფრო მომგებიანია. წიგნში აღწერილია ინვესტორების შეცდომები და წარმატებები.

მისი საინვესტიციო სტრატეგიები ძალიან საინტერესო და დასაფასებელია.

ბევრი, რომ არ ვილაპარაკოთ ეს წიგნი აუცილებლად წასაკითხია.

წიგნს რეკომენდაცია გაუწია უორენ ბაფეტმა.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment