fbpx

რატომ უნდა გაუზიარო წარმატება გარშემომყოფებს?!

ავტორი ჟოლო
520 ნახვა

ჩვენს გარშემო არსებობენ ადამიანები, რომლებმაც გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს და წარმატებული ცხოვრება აქვთ. ყოველდღე არიან დაკავებული, აკეთებენ საქმეს, რომლის კეთებაც მოსწონთ. აქვთ სამომავლი მიზნები, გეგმები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უკმაყოფილო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ.

მათთან შეხვედრისას  თქვენ ვერ იგრძნობთ,  რომ  წარმატებული ცხოვრება აქვთ და მოსწონთ ის, რასაც აკეთებენ, რადგან  წარუმატებელი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. მუდამ უკმაყოფილო არიან საკუთარი მიღწევებით, ამინდით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობით, მეგობრებით და ა.შ

საინტერესოა რატომ იქცევიან ისინი ასე? რა არის  მიზეზი  ნაცვლად იმისა, იყვნენ მოტივირებული, დემოტივირებულები არიან და გამუდმებით წუწუნებენ. ნუთუ  საკუთარ მიღწევებს უმალავენ საზოგადოებას, თუ უბრალოდ, მართლაც  უკმაყოფილო არიან საკუთარი  ცხოვრებით?

ასეთი ადამიანები სინამდვილეში ძალიან ბევრს შრომობენ იმისათვის, რომ გახდნენ წარმატებული და აიხდინონ ოცნებები, მაგრამ, ზოგჯერ, მათ წარმატება არასწორად ესმით. თუ საკუთარი მიღწევებით არ იქნები ბედნიერი, არ გაუზიარებ შენს წარმატებას სხვებს, ჩათვალე, რომ არაფრით განსხვავდები  ადამიანებისგან, რომლებიც წარუმატებლები არიან. 

შენ ბევრი იშრომე, მიაღწიე წარმატებას და ვალდებული ხარ იყო  მოტივაციით სავსე და შენი წარმატება გაუზიარო გარშემო სხვებს. რადგან შენ აუცილებლად უნდა მისცე მაგალითი გარშემომყოფებს, ასწავლო მათ როგორ მიაღწიონ დასახულ მიზნებს  და ბედნიერმა განაგრძო გზა წარმატებისკენ.

ნუ იქნები გამუდმებით უკმაყოფილო.  წარმოიდგინე, რამდენი ადამიანი ნატრობს  რომ იყოს ისეთივე წარმატებული, როგორიც შენ ხარ. ასე რომ, იყავი ბოლომდე მისაბაძი ადამიანი.

ასწავლე გარშემომყოფებს, როგორ აიხდინონ ოცნებები, როგორ გადადგან თამამი ნაბიჯები და გახდნენ წარმატებულები.  თუ გასცემ ბევრ დადებით ენერგიას, გაუზიარებ სხვებს საკუთარი წარმატების ფორმულას კიდევ უფრო მეტ პოზიტიურ ენერგიას მიიზიდავ და გახდები მეტად წარმატებული.

ნამდვილად შთამბეჭდავი სანახავია, როდესაც  წარმატებული ადამიანი დილით სამსახურში მიიჩქარის. ის კმაყოფილია საკუთარი მიღწევებით, ამაყობს, რომ აქვს სამსახური, რომელიც მოსწონს. აკეთებს საქმეს, რომელიც მნიშვნელოვანია მისთვის. ასეთი ადამიანი სამყაროს უღიმის და ბუმერანგივით უკანვე უბრუნდება მას ყველაფერი დადებითი. ეს კანონზომიერებაა, რომელიც აუცილებლად არის დაცული წარმატებული ადამიანებისთვის. ასე რომ იყავი შენც მათ რიცხვში, გაუზიარე შენი გამოცდილება გარშემომყოფებს და იცხოვრე ბედნიერი ცხოვრებით.

ავტორი: დადუნა ნადარაია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment