fbpx

წარმატების 5 გაკვეთილი

ავტორი ჟოლო
1.8K ნახვა

წარმატების მისაღწევად საჭიროა საკითხისადმი სწორი მიდგომა.

ამისთვის, რა თქმა უნდა, რთული გზა არის გასავლელი, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.

გთავაზობთ 5 საუკეთესო რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში.

1.აკეთე საქმე, რომელიც გიყვარს

აკეთებთ იმ საქმეს, რომელიც გიყვართ? პირველ რიგში, თქვენს თავს ეს კითხვა დაუსვით.

როცა ისეთ საქმეს აკეთებ, რომელიც სიამოვნებას არ განიჭებს, დროის ხარჯვაა, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელს შეგიშლის წარმატების მიღწევაში.

2.არ შეგეშინდეს მარცხის

წარუმატებლობა საუკეთესო გაკვეთილია. აქედან გამომდინარე, მისგან ძალიან ბევრს ვსწავლობთ.

ხოლო, როცა რამდენიმეჯერ ვმარცხდებით, მეტ გამოცდილებასა და ცოდნას ვიძენთ.თუმცა, თუ დროზე ადრე დავნებდებით ან წარუმატებლობის შიში ხელს შეგვიშლის რისკების აღებაზე, მაშინ, ასეთი მიდგომით, წინ ვერ წავალთ.

მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ წარუმატებლობაში სასირცხვილო არაფერია. პირიქით, ის ჩვენი საუკეთესი მასწავლებელია.

3.განსხვავებული შედეგისთვის, განსხვავებული მოქმედებაა საჭირო

თუ გსურთ ახალი ცხოვრების დაწყება, მაშინ ძველის დავიწყება სავალდებულოა.

არ შეგეშინდეთ ყველაფრის ახლიდან დაწყებისა და ახალი ფურცლის გადაშლის.

ჩვენს ბედს, ჩვენ განვაგებთ.

ამიტომ, თქვენი ოცნება მაშინ გახდება რეალური, როცა თავად აქცევთ მას რეალობად.

4.გამოსავალი ყოველთვის არსებობს

არ შეუშინდე დაბრკოლებებს. წარმატების გზაზე, უამრავი პრობლემა და ხელის შემშლელი ფაქტორი გამოჩნდება.

მნიშვნელოვნია, რომ ამ პრობლემებს მედგრად შევხვდეთ და ვეძებოთ გზები, მათ გადასაჭრელად.

დაიმახსოვრე: ყოველთვის არსებობს გზა მიზნის მისაღწევად.

5.არ გაუზიაროთ თქვენი იდეა ადამიანებს, რომლებიც პესიმისტურ რჩევას მოგცემენ

ალბათ, ხშირად გაგიგიათ ასეთი რამ, “ეგ რომ კარგი იდეა იყოს, მე დამასწრებდი?” ან “ეხ, ეგ რომ კარგი იდეა იყოს, დიდ კომპანიებს დაასწრებდი?”.

ჯობია ასეთ ხალხს თქვენს გეგმზე საერთოდ არ ესაუბროთ.

ხოლო, თუ მოგიწევთ, ყურადღებას ნუ მიაქცევთ. უბრალოდ თავი დაუქნიეთ და გაუღიმეთ.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment