ამონარიდი მასარუ იბუკას წიგნიდან “სამის მერე უკვე დაგვიანებულია”
1. ტვინის სტრუქტურა სამ წლამდე ფორმირდება.
2. ბავშვი მხოლოდ იმას იმახსოვრებს, რაც აინტერესებს.
3. მთავარი გარემოცვაა და არა გენები.
4. ბავშვს წიგნში მოცემული ნახატის მიხედვით სულ სხვა ამბის ამოკითხვა შეუძლია, ვიდრე ის არის, რასაც მოზრდილი კითხულობს.
5. ადრეული ბავშვობის შთაბეჭდილებები განსაზღვრავს შემდგომში მის აზრებსა და ქმედებებს.
6. ხშირად აიყვანეთ ბავშვი ხელში.
7. არასდროს დატოვოთ ურეაქციოდ ბავშვის ტირილი.
8. ნუ ჩლიქინებთ ბავშვთან.
9. ბავშვის იგნორირება უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე მისი განებივრება.
10. ახალშობილიც კი გრძნობს მშობლების ჩხუბს.
11. მშობლების ნევროზულობა გადამდებია.
12. ბავშვის სიბრაზე და შური, მისი უძლურების გამოხატვაა.
13. არ დასცინოთ ბავშვს სხვების თანდასწრებით.
14. ინტერესი საუკეთესო სტიმულია.
15. არასწორი კვება მთელი შემდგომი ცხოვრება ცუდ ჩვევებს უმუშავებს ბავშვს.
16. დღის განრიგი ბავშვს დროის შეგრძნებას უვითარებს.
17. მუსიკალური ჰარმონია ყველაზე უკეთ ადრეულ ბავშვობაში შეითვისება.
18. ლექსების ჟღერადობა მეხსიერებას ავარჯიშებს.
19. პატარა ბავშვი ყველაფერი საუკეთესოთი უნდა იყოს გარემოცული, რაც გაქვთ.
20. ძალიან ბევრი სათამაშო ბავშვის ყურადღებას ფანტავს.
21. სათამაშოები ისეთი უნდა იყოს, რომ ხელის შეხება სიამოვნებდეს.
22. ბავშვობაში ფიზიკური ვარჯიშები ინტელექტის განვითარებასაც უწყობს ხელს.
23. სხვადასხვა როლის თამაში ბავშვს შემოქმედებით აზროვნებას უვითარებს.
24. მარცხენა ხელი ისევე გაუვარჯიშეთ, როგორც მარჯვენა.
25. ბავშვებისთვის სიარული სასარგებლოა.
26. სანამ ბავშვს გაზრდით, ჯერ მშობლები უნდა გაიზარდონ.
27. ისწავლეთ თქვენი შვილისგან.
28. ბავშვები მშობლების საკუთრებები არ არიან.
29. დედა თუ არ არის თავდაჯერებული, ეს ბავშვს ვნებს.
30. დაე თქვენი შვილი თქვენზე უკეთესი იყოს.