fbpx

სამი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც შეცვლის თქვენს ფინანსურ მდგომარეობას

ავტორი ჟოლო
614 ნახვა

ონლიან-ჟურნალისტმა, რომელიც მეწარმეებზე წერს Enterpreneur – ში გამოაქვეყნა – მსოფლიოში ცნობილი ტრენერის – ტონი რობინსის სვეტი. ტონი რობინსი, სხვადასხვა დროს კონსულტირებას უწევდა პლანეტის ცნობილ ბიზნესმენებს, ასევე მუშაობდა  ამერიკის რამდენიმე პრეზიდენტთან. 

სწორედ ის გაგვაცნობს იმ სამ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელსაც  ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

არაფერია იმაზე უარესი, როდესაც მდიდარი ადამიანი ქრონიკულად უბედური და ავია. ამას არანაირი გამართლება არ მოეძებნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველდღიურად ვაწყდები წარმატებულ და გამუდმებულად უკმაყოფილო ადამიანებს. ეს არაბალანსირებული ცხოვრების შედეგია, როდესაც მოლოდინები გაცილებით მაღალია, ვიდრე იმის მიმართ სიხარული რაც უკვე გაგვაჩნია.

უმადურობა იმ ყველაფრის მიმართ რაც გაქვთ, გამოიწვევს იმას, რომ არასოდეს იქნებით კმაყოფილი. თუ კი არ ცდილობთ დააბალანსოთ თქვენი ცხოვრება, ვერასოდეს გაიგებთ რა არის ნამდვილი სიამოვნება და კმაყოფილება. რა ფასი ექნება თქვენს მიღწევებს, თუკი ცხოვრებაში არის მხოლოდ სამუშაო და უკმაყოფილება?

ბოლო ოთხი ათწლეულების მანძილზე მე ვმუშაობდი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. ჩემთვის მოუმართავთ ბიზნესმენებს და პოლიტიკოსებს. იყვნენ პრეზიდენტებიც და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებიც.

ამ 40 წლის მანძილზე აღმოვაჩინე, რომ ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად ადმიანებმა უნდა მიიღონ სამი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. თუ თქვენ ამ გადაწყვეტილებებს მიუდგებით გაცნობიერებულად, ის პირდაპირი მნიშვნელობით,  შეგიცვლით ცხოვრებას. უკვე დღესვე!

გადაწყვეტილება №1

გულდასმით ამოირჩიეთ, თუ რაზე ამახვილებთ ყურადღებას.

დროის ნებისმიერ მომენტში, მილიონი რამ კონკურირებს თქვენი ყურადღების მისაქცევად. თქვენ შეგიძლიათ ყურადღება გაამახვილოთ, იმაზე თუ რა ხდება აქ და ამ წუთას, ან იმაზე, რაც გინდათ და შექმნათ მომავალში. თუმცა, შეგიძლიათ ყურადღების გადატანა წარსულზეც.

იქიდან გამომდინარე, რაზეა თქვენი ფოკუსი მომართული, იცვლება ენერგიის მიმართულება თქვენს ორგანიზმში. იმას, რასაც აქცევთ მეტ ყურადღებას, აყალიბებს თქვენი პირადი სამყაროს სურათს – საბოლოო ჯამში ცხოვრებას.

ჩვეულებრივ, რაზე ფიქრობთ ხოლმე: იმაზე რაც უკვე გაქვთ ან იმაზე რაც არ გყოფნით? დროის მეტი ნაწილი რა აზრები გიტრიალებთ თავში?

იმის ნაცვლად გამუდმებით იკაკანოთ, რომ არ გყოფნით ფული, შეგიძლიათ აღიაროთ, რომ უკვე ბევრი და კარგი რამ გაქვთ ცხოვრებაში. შეგიძლიათ იგრძნოთ მადლიერება, რომ ხართ ჯანმრთელი, გყავთ ოჯახი, მეგობრები, ჭკუა და შესაძლებლობები.

გამოიმუშავეთ ჩვევა დააფასოთ ის, რაც გაქვთ ამჟამად. ამას შეუძლია გადაგიყვანოთ  ახალი დონის ემოციონალურ კეთილდღეობაზე.

აი, თქვენი ქმედებების მეორე შაბლონი: დავუშვათ, მიდრეკილი ხართ მეტი ყურადღება მიმართოთ იქითკენ, რომ შეგიძლიათ სიტუაციის მართვა ან იმაზე, რომ არ შეგიძლიათ? თუკი თქვენ ყურადღებას ამახვილებთ იმაზე, რომ არ შეგიძლიათ კონტროლი, სტრესი გახდება თქვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი. უფრო ეფექტური იქნება, შეეგუოთ იმ აზრს, რომ არსებობს მოვლენები, რომელთა კონტროლი არ შეგიძლიათ და გააუმჯობესოთ ის, რაც შეგიძლიათ.

გადაწყვეტილება №2

გაარკვიეთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი

იმას, თუ როგორ გრძნობთ თავს, არაფერი აქვს საერთო, თქვენს ცხოვრებისეულ მოვლენებთან და ფინანსურ მდგომარეობასთან. ცხოვრების ხარისხი – შედეგია ცხოვრების მიმართ დამოკიდებულების და არა იმის, რა გამოგდით და რა – არა.

შეიძლება ვერც კი აცნობიერებთ, რა ძლიერად მოქმედებს თქვენს ცხოვრებაზე ქვეცნობიერი. დაფიქრდით, ჩვეულებრივ, როგორი დამოკიდებულება გაქვთ სერიოზული უსიამოვნებების მიმართ: საავტომობილო ავარიის, ავადმყოფობის, სამსახურიდან განთავისუფლების? თქვენ ფიქროთ, რომ ეს ყველაფრის დასასრულია თუ ახლა იწყება ყველაფერი?

ფიქრობთ: ის ადამიანი, რომელიც გამუდმებით გაკრიტიკებთ, შეურაცხყოფას გაყენებთ, მტერია და ზრუნავს იმაზე, რომ არ გახდეთ უკეთესი? თუ ღმერთმა შემოგიგდოთ პრობლემა და განსაცდელი  და ახლა, შეგიძლიათ ზეგავლენა მოახდინოთ თქვენი დამოკიდებულებით?

ემოციები განაპირობებენ თქვენს ცხოვრებას. გაცნობიერებულად და გონივრულად ისწავლეთ მათი მართვა.

გადაწყვეტილება №3

რას გააკეთებთ?

ქმედებები მნიშვნელოვანწილად განაპირობებს, თქვენს ემოციურ მდგომარეობას. თუკი ბრაზობთ,  როგორი ადამიანის პოზიციას დაიკავებთ – გაცოფებულის თუ მშვიდის? როგორი იქნება მოვლენის თქვენეული აღქმა?

გაამახვილეთ ყურადღება და უფლებების და შესაძლებლობების გაფართოებით, გააკეთეთ ყველაფერი რაც თქვენზეა დამოკიდებული. ორ სხვადასხვა ადამიანს შეუძლია, სრულიად განსხვავებული რეაგირება ჰქონდეთ ერთსა და იგივე სიტუაციაზე. ერთმა დაიხიოს, მეორე „მიაწვეს“. ერთი, ბრაზმა გააღიზიანოს, მეორე – გააცოფოს. ერთნი როდესაც აწყენინეს, ცდილობენ სასწრაფოდ დაივიწყონ მომხდარი. მეორენი აინფიცირებენ ტვინს შურისძიებით.

დაფიქრდით იმაზე, ჩვეულებრივ როგორ იქცევით ხოლმე, როდესაც ხართ – გაღიზიანებული, გაბრაზებული, ნაწყენი  და თავს გრძნობთ მარტო.

დაფიქრდით ზემოთ მოცემულ სამ საკითხზე და დააკვირდით საკუთარ თავს როგორ იქცევით, რადგანაც საბოლოო ჯამში სწორედ ეს განსაზღვრავს ცხოვრების ხარისხს.

თარგმანი:

თამარ კვარცხელია

წყარო: https://zrda.wordpress.com/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment