fbpx

„თქვენ გგონიათ, რომ განსხვავება გარეგნობაშია? ნუ მაცინებთ! ყველაფერი იწყება ჩვენს შიგნით“

ავტორი ჟოლო
2.2K ნახვა

ჩვენ კულტურისტები განსაკუთრებული ხალხი ვართ. ჩვენ არ  უნდა შეგეშალოთ სხვებში. თუმცა ეს მაინც არ გამოვა. ძალიან დიდია განსხვავება.

თქვენ გონიათ, რომ განსხვავება გარეგნობაშია? ნუ მაცინებთ! ყველაფერი იწყება ჩვენს შიგნით. შეიძლება ისაუბროთ ადამიანთა განსაკუთრებულ ნაციაზე. ფანატიკოსებზე, გამბედავებზე. ადამიანებზე, რომლებიც არ იხევენ უკან.  თუმცა დასახევი გზა არც არსებობს. შეხედეთ ამ სუსტ და უპრინციპო ადამიანებს, კარლიკებს.  ნარკოტიკები, სექსი, ალკოჰოლი, აი მათი მუდმივი საზრდო მათ უაზრო და უბადრუკ ცხოვრებაში.

ჩვენ კულტურისტები ვცხოვრობთ სულ სხვანაირად. ჩვენ მივიწევთ ვარსკლავებისკენ! ჩვენ ვიცით რა არის ბედნიერება, წინსვლა და ამიტომაც სხვებზე მეტი გვესმის  ამ ცხოვრებაში.

ჩვენ უფრო ბრძენები ვართ. ჩვენ ვიცით თუ რა არის წუხილი, როცა სვლა ნელდება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დახმარებისთვის.

არცერთი კულტურისტი არ გაივლის გვერდით როცა  მისნაირი მოვარჯიშე არასწორად აკეთებს ტრენინგს.

არცერთი კულტურისტი არ დადგება გვერდზე, როცა უდანაშაულო ადამიანს შველა სჭირდება და არ მოიკატუნებს თავს, ვითომ არ გაუგია ყვირილი დახმარების თხოვნის შესახებ.

კულტურისტები ყველაზე სამართლიანი ხალხია, რადგან ვიცით თუ რას ნიშნავს შრომით მოპოვებული გამარჯვება.

კულტურისტისგან იაფფასიან შექებას ვერ მიიღებთ, რადგან მას ბევრი ოფლი და შრომა აქვს ჩადებული. სიაფანდზე მას ვერ გაატარებ, რადგან კულტურისტს ყველაფერი ნაღდი აქვს – ნებისყოფა, მოთმენის უნარი, მტკიცე ხასიათი და უპირველეს ყოვლისა ძალა. მას შეუძლია იოლად შეადაროს.

იმის მიუხედავად, რომ კულტურიზმი არ არის გუნდური სპორტი,

ჩვენ ყველა ვცხოვრობთ იმ რწმენით, რომ გარდაუვალი და დიადი გამარჯვებაა ჩვენი ხვედრი. სხვაგვარად უბრალოდ ვერ იქნება.

კულტურიზმი არის მომავალი კაცობრიობის აუცილებელი   ცხოვრების წესი!

სამყარო არასოდეს არ ინტერესდებოდა სისუსტით.

იგი მუდამ ეყრდნობოდა  ძალას. იმ შინაგან ძალას, რომელიც რკინასთან ჭიდილისას გვიგროვდება წლების მანძილზე. ასე, რომ მთავარი განსხვავება ჩვენს და სხვებს შორის დიდი კუნთები კი არა, არამედ  სულ სხვა, შეუდარებელი, დიადი სულის სიძლიერეა.

ჩვენ გაგვიმართლა რომ აღმოვაჩინეთ ბოდიბილდინგი.

სხვები კი უბრალოდ ცოდონი არიან!

არნოლდ შვარცნეგერი

წყარო: Alexander Fit-Style

მსგავსი სტატიები