fbpx

ურთიერთობის ხელოვნება – წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი

ავტორი ჟოლო
1.3K ნახვა

ერთხელ მასწავლებელმა ჰკითხა თავის მოსწავლეებს:

— რატომ ყვირიან ადამიანები, როცა კამათობენ?
— იმიტომ, რომ სიმშვიდეს კარგავენ, — უპასუხა ერთმა.
— კი, მაგრამ ყვირილი რა საჭიროა, თუ მეორე ადამიანი გვერდით გიდგას? — იკითხა ისევ მასწავლებელმა, ნუთუ არ შეიძლება, მას წყნარად ელაპარაკო? რა საჭიროა ყვირილი, როცა გაბრაზებული ხარ?

მოსწავლეებმა თავიანთი პასუხები შესთავაზეს, მაგრამ მასწავლებელს არც ერთი არ მოეწონა. ბოლოს უთხრა:

— როცა ადამიანები ერთმანეთით უკმაყოფილონი არიან და ჩხუბობენ, მათი გულები სცილდება ერთმანეთს. იმისთვის, რომ ეს მანძილი დაფარონ და ერთმანეთის ხმა გაიგონონ, ყვირილზე გადადიან. რაც უფრო მეტად ბრაზობენ, მით უფრო ხმამაღლა ყვირიან.

P.S. ურთიერთობები ყველაზე რთული თემაა. ადამიანი, რომელიც ფლობს ეფექტური ურთიერთობის უნარებს, არასოდეს დაიკარგება…. და პირიქით, ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია თავისუფლად იურთიერთოს ადამიანებთან, ვერასოდეს შეძლებს გახდეს წარმატებული.

წყარო : Business Inteleqtika

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment