fbpx

ჩვენი არჩევანი და გადაწყვეტილებები განსაზღვრავს ჩვენს ბედიწერას და არა გარემო და გარესამყაროს მოვლენები

ავტორი ჟოლო
2.8K ნახვა

ჩვენი არჩევანი და გადაწყვეტილებები განსაზღვრავს ჩვენს ბედიწერას და არა გარემო და გარესამყაროს მოვლენები თავისთავად. ჩვენი არჩევანი და გადაწყვეტილება ედება საფუძვლად ჩვენს ქცევებს და თუკი ეს გადაწყვეტილებები უცვლელია, ჩვენი ქცევებიც უცვლელი იქნება და შესაბამისად შედეგებსაც იგივეს მივიღებთ, რასაც გუშინ, გუშინწინ ან იმის წინ ვღებულობდით.

თუკი ფინანსურ სიდუხჭირეს განვიცდით და სადღეისოდ გუშინდელივით და გუშინწინდელივით ვმოქმედებთ, დღესაც იგივენაირ სიდუხჭირეში ვიქნებით და ხვალაც. იგივენაირ მოქმედებებს იგივენაირ შედეგებამდე მივყავართ.

ადამიანთა უმეტესობას ჩვენში სურს ისეთნაირადვე იაზროვნონ და იმოქმედონ, როგორც აქამდე მოქმედებდნენ და თანაც ცხოვრება გაიუომჯობესონ. თუ გინდა შენი ფინანსური ან სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ჯერ შენ უნდა შეიცვალო, რაღაც უნდა შეცვალო ანუ უნდა გააკეთო ახალი არჩევანი და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, თუ რა და როგორ აკეთო ახლებურად.

ცვლილებას იწვევს ახალი არჩევანი და გადაწყვეტილება, ხოლო ამის საფუძველზე აღმოცენებული მოქმედებები ქსოვენ ახალი ბედისწერის ქსოვილს. ამიტომაც უკვე დღეს და სულაც ახლა მიიღეთ ახალი, თუნდაც მცირედ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და იმოქმედეთ ამ ახალი არჩევანის საფუძველზე.

დიდი ცვლილებები პატარა ცვლილებებით იწყება!

მიეჩვიეთ იმას, რომ ყოველდღე აკეთეთ ახალი არჩევანი და მიიღეთ ახალი გადაწყვეტილება, იმოქმედეთ ამ ახალი გადაწყვეტილებების საფუძველზე. ამით თქვენ განივითარებთ წარმატების „კუნთებს“, რამეთუ მცირედ მნიშვნელოვანი , მაგრამ მრავალი და ურყევი გადაწყვეტილებები ქმნიან წარმატების ‘კუნთურ სისტემას“. გაძლიერდით და იბედნიერეთ!

 ნოდარ სარჯველაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment