fbpx

საოცრებას, სიმართლეს, ტყუილს და ღალატს ნუ ეძებ ირგვლივ, ის შენშია, ეცადე დაინახო

ავტორი ჟოლო
53 ნახვა

რაც უფრო მეტ ადამიანს უყვარხარ გულწრფელად და უანგაროდ, რაც უფრო მეტი ადამიანი გიყვარს გუწრფელად და უანგაროდ, მით უფრო ჯანმრთელი და წარმატებული ხარ.

თავმდაბლობა და კეთილი განწყობა განძია ადამიანის სულისთვის, რომელიც ამდიდრებს და ამრავალფეროვნებს სიცოცხლეს.

ჩვენი მომავალი კვერცხივითაა, აუცილებლად ნამამლი უნდა იყოს. თავისი დრო და სითბო ჭირდება კვერცხს, რომ განაყოფიერდეს და გამოიჩეკოს.

რას ნიშნავს ნამამლი:
თუ შენს სურვილს და საქმეს ნაყოფი არ ექნება, თუ ის გულწრფელობაზე და სიყვარულზე არ არის დაფუძნებული, თუ ჩანაფიქრი ტყუილზეა აგებული, მაშინ შენი საქმე უმამლო კვერცხივით გალაყდება.

ოცნების განხორციელებას დიდი ნიჭი, ერთგულება, სითბო, სიკეთე და სიყვარული სჭირდება.

სწორ და ალალ ოცნებას ბრძოლა და ტყუილი არ სჭირდება.

რატომ უყვარხარ ადამიანებს?
რატომ არ უყვარხარ ადამიანებს?

რატომ გიყვარს ადამიანები?
რატომ არ გიყვარს ადამიანები?

რატომ არ ენდობი ადამიანებს?
რატომ არ გენდობიან ადამიანები?

როცა ამ კითხვებზე ნამდვილ, გულწრფელ პასუხებს გასცემ, მოგეცემა ის რაზეც ოცნებობ. თუ არ მოგეცა, მაშინ გული გატყუებს.

საოცრებას, სიმართლეს, ტყუილს და ღალატს ნუ ეძებ ირგვლის, ის შენშია, ეცადე დაინახო.

გიორგი ჯაჯანიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment