fbpx

თქვენი ცხოვრება თქვენს ხელშია …

ავტორი ჟოლო
1.6K ნახვა

არ აინტერესებს სხვისი აზრი, არ დაეძებს რას იტყვიან მასზე. არ აღელვებს მის მიმართ რა დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას. მთავარია თვითონ მოსწონს, კარგად გრძნობს თავს, ერთობა, გონია რომ განაღდებული აქვს ცხოვრება, ზედმეტად სტაბილურობის განცდა აქვს, დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე და ,,თავი აქვს ქუდში” –
არ იხედება წინ და არ ფიქრობს იმ ქარიშხალზე, რომელიც თითქმის ყველას ატყდება თავს. უამრავ მაგალითებს აჩვენებს ცხოვრება, მაგრამ – არა!

ჯერ დაგჩაგრავს ცხოვრება, მერე აგამაღლებს და ამ დროს იწყება შენი გამოცდა, თუ როგორ იცხოვრებ ამაღლების დროს ყოფილო ჩაგრულო.

უთვალავი მაგალითი გაქვს იმის, თუ როგორ ამთავრებენ ცხოვრებას ამაყი, ჯიუტი და ამპარტავანი ადამიანები.

გვიანი იქნება სინანული, გაბზარული ადვილად ტყდება და სიფრთხილეა საჭირო, გონიერი, ფხიზელი სიფრთხილე.

ადამიანმა, ვინც ტკივილი მიაყენა მეორე ადამიანს, უბინძურდება ველი და იწყებს ჭკნობას.

გინახავს და იცი, როგორ გაიშლება, მერე ჭკნება და ფურცლებს ჩამოყრის მშვენიერი ვარდი, რომელიც ჯერ ამაყად მიწიდან ამოვიდა, მერე ლარნაკში ჩადეს და – დამთავრდა.

როცა გეგმავ და ფიქრობ, როგორ მოატყუო და გამოძალო, წაართვა და გაამწარო ადამიანი, როცა ერევი სხვის ცხოვრებაში, ლანძღავ და ტალახს ესვრი, მაშინ შენი სხეული ივსება ნეგატიური ძალით და დაავადებას იწყებს სხეულის სხვადასხვა ორგანოები.

საკუთარი ემოციების კონტროლი, ობიექტური და რიალური მიდგომა ცხოვრებაზე, ეს არის ის, რაც მიზნის მისაღწევად აუცილებელია.

შენ არ ხარ მარტო, შენ გიყურებს და გითვალთვალებს ბევრი ადამიანი, რომც არ გაინტერესებდეს რას იტყვიან და რას ფიქრობენ შენზე, მაინც ვერ დააღწევ თავს.
შენ არ ხარ მარტო. გაუფრთხილდი სახელს და რეპუტაციას.

არ გარისკო და არ დადო სასწორზე შენი სახელი და შენი მომავალი.
რისკი რომ დამღუპველი იყო, იმიტომ გვასწავლა ბრძენმა ,,ასჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი”

თქვენი ცხოვრება თქვენს ხელშია.

გიორგი ჯაჯანიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment