fbpx

„თუ გინდა მიხვდე სწორად ცხოვრობ თუ არა“…

ავტორი ჟოლო
3.1K ნახვა

ბრძოლა ბედნიერებისთვის. 
ბრძოლა სიყვარულისთვის.
ბრძოლა სიმშვიდისთვის.
ბრძოლა სახელისთვის.
ბრძოლა სიმართლისთვის.
ბრძოლა ძალაუფლებისთვის.
ბრძოლა პირველობისთვის. 
ბრძოლა კარიერისთვის.
ბრძოლა ფულისთვის.
ბრძოლა სილამაზისთვის.
ბრძოლა ჯანმრთელობისთვის.
ბრძოლა სიცოცხლისთვის.

რა არის შენთვის მთავარი, რისთვის იბრძვი, რა გინდა?
არსებობს ბრძოლის სხვადასხვა მეთოდები, რა მეთოდი აირჩიე შენ?

გარედან შეხედე, გარედან შეაფასე, გარედან დააკვირდი საკუთარ თავს.
თუ შენ ობიექტურად შეგიძლია შეაფასო შენი თვისებები, გარეგნობა, ცხოვრება, საქციელი და ურთიერთობები, მაშინ შენ ბრძოლა არღარ მოგიწევს, მოგეცემა ის, რაც შენს გულს გაუხარდება.

ყველა ადამიანს არ აქვს უნარი გაიაზროს თავისი ქმედება, ყველა ადამიანს არ შეუძლია მართოს ემოცია, გამოიჩინოს ნებისყოფა და შეძლოს დროის სწორად მართვა.

ჯიბრით შექმნილი ცხოვრება და ჯიბრით ბედნიერება, მკვდარ პეპელას გავს, რომელმაც ჭუპრად გადაქცევა ვერ მოასწრო, სიცოცხლე რომ გააგრძელოს.

როგორც ცხოვრობ შედეგიც სახეზეა. როგორი მორალიც გაქვს ისეთი დამოკიდებულება აქვს ადამიანებს შენს მიმართ. როგორი ცხოვრების წესიც გაქვს ისეთი ბედიც გაქვს.

თუ გინდა მიხვდე სწორად ცხოვრობ თუ არა, შვილებზე უნდა გააკეთო სწორება. გინდა ისინი ისე ცხოვრობდნენ, აზროვნებდნენ და მოქმედებდნენ როგორც შენ – არა.

წყნარი, მშვიდი, მოსიყვარულე, გაგებული, შეგნებული, თბილი, რბილი გონიერი, ზნეობრივი, კეთილი, ღვთისნიერი და ერთგული ადამიანი გინდა მეგობრად, ცხოვრების მეგზურად, შენ ხარ ასეთი?

ვერასოდეს ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს, თუ საკუთარ თავს შენ არ დაუშავებ.
შენს ხელშია შენი ბედი და შენ განაგებ მას, განგება მხოლოდ ძალას გაძლევს და არჩევანის თავისუფლებას.
აირჩევ მშვიდ ცხოვრებას? ბედნიერი იქნები.
აირჩევ ბობოქარ ცხოვრებას? ბედნიერება მხოლოდ წუთიერად გექნება.

კეთილ ადამიანს ცოტა უნდა ბედნიერი რომ იყოს.
ზოგს ფიქრშიდაც არ შეუძლია ბედნიერება და მთელ ცხოვრებას ეჭვებში ატარებს.

არსებობენ ეჭვით დაავადებული ადამიანები, რომლებსაც სულის სიხარულის განცდა არასოდეს არ აქვთ.

ბედნიერების გასაღები ჩვენშია. ეძებე.
თუ ღისრი ხარ იპოვი.

გიორგი ჯაჯანიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment