fbpx

„იცხოვრე მშვიდად სანამ ხარ, შეირგე რაც მოგეცა და გაუფრთხილდი“…

ავტორი ჟოლო
2.2K ნახვა

როცა ვიბადებით, უხილავი ნათელი სხივები დაგვყვება თან. თანდაყოლილი სხივები სულს უნათებს, აძლიერებს და ენერგიას აძლევს ადამიანს.

უხილავი სხივები, გვაძლევს ძლიერ ველს, ძლიერ სულიერ მდგომარეობას, ინტუიციას და გონიერებას.

რამდენ ადამიანსაც ვაწყენინებთ, ვატკენთ გულს, მივაყენებთ შეურაცხოფას, დავაბრალებთ და ცილს დავწამებთ, იმდენი ჩვენი ნათელი სხივი ქრება.

ეძებე მიზეზი საკუთარ თავში:
რატომ ხარ მარტო. რატომ დაკარგე ნდობა, რატომ არ ენატრები მეგობრებს, რატომ გარბიან ადამიანები შენგან. რა არის შენი აგრესიის მიზეზი, რატომ გატკინეს გული. რატომ ხარ მუდმივად ყველასთან მართალი. რატომ არ ექცევი ადამიანებს ისე, როგორც შენ გინდა მოგექცენ. რატომ ითხოვ პატივი მოგაგონ.

სანამ არ მიხვდები, რომ სიკვდილითვის თანაბარია ლამაზიც, მდიდარიც, განათლებულიც, გაუნათლებელიც და გავლენიანი პირიც, მანამ სიკეთეს ნუ დაელოდები.

აგრესიული ადამიანი მუდმივ ტანჯვაშია.
მშვიდ ადამიანს მადლი აქვს.

იცხოვრე მშვიდად სანამ ხარ, შეირგე რაც მოგეცა და გაუფრთხილდი იმ ნათელ სხივებს, რაც განგებამ თან დაგაყოლა.

ჯერ ჯერობით სიკვდილია დედამიწაზე მეფე.
ჩვენ ყველანი რიგში ვდგავართ…

გიორგი ჯაჯანიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment