სამსახურში გასაუბრებაზე მისულს ყველას უჩნდება შიშის გრძნობა, რადგან რა შეკითხვა შეიძლება გაუჩნდეს დამსაქმებელს ყოველთვის თავსატეხია. როგორც წესი, ერთ-ერთი შეკითვა ასე ჟღერს ხოლმე: „რა მიგაჩნიათ თქვენს სისუსტედ?“ დამეთანხმებით, ძალიან რთულია მოიფიქროთ ისეთი პასუხი, რომ დარწმუნებული იყოთ ავტომატურად არ დაასრულებს თქვენს არდაწყებულ კარიერას. წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში საკუთარ სისუსტეს ღირსებად წარმოაჩენთ:
ახსენეთ როგორ დაძლიეთ სირთულე – უარყოფითს აუცილებლად მოაყოლეთ რაიმე დადებითი. მაგალითად, მოყევით კონკრეტული შემთხვევა, როდესაც სისუსტემ გძლიათ და იქვე დაამატეთ, რომ შესძელით მორეოდით თავს და ყველაფერი ისე გაგეკეთებინათ, როგორც საჭირო იყო.
ხაზი გაუსვით საკუთარ უნარებს – მაგალითად, თუ საკუთარ სისუსტედ მიგაჩნიათ ის, რომ კარგად არ გესმით ინტერნეტ ტექნოლოგიები, ხაზი გაუსვით, რომ მასზე აქტიურად მუშაობთ და ცდილობთ ეს თქვენს ძლიერ მხარედ აქციოთ.
აირჩიეთ სისუსტე, რომელიც კავშირში არ არის მოთხოვნილ ვაკანსიასთან – არავითარ შემთხვევაში არ ახსენოთ ისეთი სისუსტე, რომელიც დამსაქმებელს აფიქრებინებს, რომ გამოცხადებულ ვაკანსიაზე აყვანის შემთხვევაში საქმეს თავს ვერ გაართმევთ.