fbpx

უთხარით ეს სიტყვები საკუთარ თავს!

ავტორი ჟოლო
449 ნახვა

ვერც შენ, ვერც მე, ვერავინ მოგვაყენებს ისეთ დარტყმას, როგორიც ამ ცხოვრებას შეუძლია. არა აქვს მნიშვნელობა რამდენად ძლიერად შეგიძლია დაარტყა, მთავარია რამდენი დარტყმის ატანა შეგიძლია და შემდეგ ბრძოლის გაგრძელება. რამდენი დარტყმის ატანას შეძლებ და წინსვლას შეუჩერებლივ. აი, ასე იქმნებიან ჩემპიონები! ტკივილი დროებითია. მას შეიძლება გრძნობდე ერთი წუთი, ერთი საათი, შეიძლება ერთი წელიწადიც, მაგრამ ყოველთვის დგება მომენტი, როცა ის ქრება და რაღაც განსაკუთრებული რჩება ჩვენში. ხოლო თუ დავიხევთ და დავნებდებით, ჩვენში ტკივილი იქნება მარად. სწორი მოძრაობის განსაზღვრა იმდენად რთულია, რომ ერთი ნაბიჯით ადრე, ერთი ნაბიჯით გვიან და ვერ გამოგივიდა…..

შენ გაქვს ოცნება? შენ უნდა დაიცვა იგი! ადამიანები, რომლებსაც არაფერი შეუქმნიათ, ყოველთვის გეტყვიან რომ არაფერი გამოგივა. რაღაც თუ გინდა წადი და აიღე! მორჩა. ჩვენ შეგვიძლია დავრჩეთ აქ და ნება მივცეთ, რომ გადაგვიარონ ან შეგვიძლია ვიბრძოლოთ ბოლომდე! არ იტირო და დანებდი, იტირე მაგრამ გააგრძელე! თუ იცი შენ რა შეგიძლია, ადექი და გააკეთე ეს! მაგრამ შენ მზად უნდა იყო დარტყმების მისაღებად. ნუ ვიქნებით მტირალა. არ დავადანაშაულოთ სხვები ჩვენს წარუმატებლობაში. მშიშრები იქცევიან ასე და ჩვენ არ ვართ ასეთი. ჩვენ მათზე უკეთესი ვართ! ყოველი დღე ეს ახალი დღეა! ყოველი მომენტი ეს ახალი მომენტია! ახლა ჩვენ უნდა ავდგეთ და ვანახოთ მათ, რომ ჩვენ ახალი ქმნილება ვართ!

წყარო:www.youtube.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment