წარმატებული, რომ სხვის დარდზე ატირდები (ესაა ადამიანობა)…
ფუფუნებაში მყოფს, რომ გაქცევა და ბავშვთა თავშესაფრის მონახულება მოგინდება (ესაა ადამიანობა)….
ფერადი ბუშტებით თამაშისას, რომ მოხუცის სევდიანი თვალები გაგახსენდება და მისი ჩახუტება მოგინდება (ესაა ადამიანობა)….
ტაძრიდან გამოსულს შორეული ნაცნობი, რომ გაგახსენდება და შებრუნდები მასზე ვილოცებო (ესაა ადამიანობა)….
ზამთრის ცივ დღეს გარდერობს, რომ გადმოალაგებ და უმწეოთათვის გადმოიღებ ტანსაცმელს – იქნებ ვინმეს ცივაო (ესაა ადამიანობა)….
მთელი ცხოვრება, რომ გეგონა ვერაფრით აპატიებდი და სულ უბრალოდ გაუღიმებ (ესაა ადამიანობა)….
კიდევ რამდენი რამეა….რამდენიიიიიიი….
ჰო, ასეა….ზოგჯერ სულ უცნობის დარდიანი თვალების გამოც უნდა შეგეძლოს ატირება….ზოგჯერ შენ უნდა შეგეძლოს სიცივის დათმენა, რომ სხვა გაათბო…ზოგჯერ სიხარულში მყოფმაც უნდა ანუგეშო აცრემლებული….
ზოგჯერ………
ზოგჯეეეეეეეერ უბრალოდ უნდა ადგე და ვინც ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ შენ მის გამო ილოცებდი უნდა დალოცო……….
ზოგჯეეეეეეეეეეერ უნდა იყო წვიმისფერი….
დიკა სალაყაია