fbpx

,, გეშინოდეს საკუთარი თავის, საკუთარი ემოციის და პატივმოყვარეობის“ …

ავტორი ჟოლო
2.1K ნახვა

თუ გინდა თავიდან აიცილო უსიამოვნო ცხოვრება, წარუმატებლობა და დარდი, სხვა მრავალ საჭირო ცოდნასთან ერთად, აუცილებლად უნდა ისწავლო მომავლის განსაზღვრა და სწორად ფიქრი.

თუ შეგიძლია გაარკვიო, რა როლი და რა მისია გაქვს ამ ყოფაში დაკისრებული, გაცილებით გაგიადვილდება ცხოვრება.

ეცადე გაიაზრო, რომ მუდმივი არაფერია.
არ იქნები ყოველთვის ახალგაზრდა, არ იქნები ყოველთვის მომხიბვლელი, არ იქნები ყოველთვის პირველი… და ბოლოს ,, ერთი დრო არავის არ შერჩება”

დღეს ყველაზე დიდი და დაუძლეველი პრობლემაა, როცა ადამიანი ვერ ხვდება, რომ მისი დრო ამოიწურება.

ადამიანს არ უნდა დაიჯეროს, ვერ უშვებს, განცდა აქვს, რომ სამუდამოდ იქნება პირველი.

როცა მიხვდები, უფრო სწორად მიგახვედრებენ, რომ აღარ ხარ საჭირო, მაშინ, სიკვდილის ტოლფასია პოზიციის დათმობა. ამ დროს დაგტანჯავს პატივმოყვარეობა და ბედნიერი წარსულის გახსენება, რომელსაც ვერ აფასებდი.

გეშინოდეს საკუთარი თავის, საკუთარი ემოციის და პატივმოყვარეობის. არ ჩავარდე ხიბლში.

თუ სწორად და კეთილად იცხოვრე, გაჭირვების ჟამს ადამიანების ჯარი მოვა შენს დასახმარებლად, მარტო არავინ დაგტოვებს.

როცა შენ სხვის ბედს განაგებდი, მაშინ ვერ ხვდებოდი და ვერ ფიქრობდი საკუთარ მომავალზე. ახლა სხვა მოექცა სათავეში, სხვამ უნდა გადაწყვიტოს შენი მომავალი, იმ სხვისი სხვამ და ამასობაში დასასრულიც მოვა. თუმცა ამ დასასრულს, დასაწყისიდან ელიან.

გიორგი ჯაჯანიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment