fbpx

წარმატება არდანებებაა – შთამაგონებელი ისტორია

ავტორი Ann
1,155 ნახვა

ვიდრე ის მსოფლიო ლეგენდა გახდებოდა გაიარა საკმაოდ დიდი და მტკივნეული გზა, 1919 წელს გაზეთში მუშაობის დროს ის რედაქტორმა იმის გამო დაითხოვა, რომ „არ იყო საკმარისად კრეატიული და არ ჰქონდა კარგი იდეები“. 1920 წელს დააარსა საკუთარი კომპანია ანიმატორთან ერთად. იყო ბევრი დეტალი, რომელთა არცოდნის გამო კომპანია შემოსავლებს ვერ ფარავდა და მოკლე ხანში გაკოტრდა.

ამის შემდეგ მან გადაწყვიტა დაეარსებინა სტუდია კინო ინდუსტრიის ცენტრში – ჰოლივუდში. შექმნა პირველი ყველაზე წარმატებული პერსონაჟი „იღბლიანი კურდღელი“, თუმცა მისმა პროდiუსერმა ეს პერსონაჟი მოიპარა და გაყიდა. ნაცვლად იმისა, რომ ხელი ჩაექნია და სახლში წასულიყო, გადაწყვიტა მოეფიქრებინა სიახლე და შექმნა თავისი ყველაზე წარმატებული პერსონაჟი – მიკი მაუსი. დიახ, საუბარია მწარმოებელზე, ანიმატორზე, ფილმების პროდიუსერზე ვოლტ დისნეიზე, ადამიანზე, რომელიც ერთ-ერთი შთაგონებაა მათთვის, ვინც მარცხის შემდეგ დანებებას აპირებს. მან მარცხს არ მისცა უფლება გაეტეხა, დაიჯერა რომ შეეძლო და შეძლო!

მსგავსი სტატიები

Leave a Comment