fbpx

ცხოვრება არის ტოტალური პრაქტიკა, რისკი, და არა ფიქრი გავაკეთო თუ არა…

ავტორი ჟოლო
1.5K ნახვა

როცა ადამიანი შეიცნობს თავის შინაგან წყაროს (ანუ საკუთარ თავს, ამას უნდა დრო, ძალა და მოთმინება), მაშინ მას აღარ დასჭირდება არავის აღიარება, არავისთვის არაფრის მტკიცება, იგი ამ ზედმეტი ფიქრებისგან და მოქმედებებისგან თავისუფალი ხდება  

შესაბამისად მისი ენერგიაც განთავისუფლდება შინაგანი წყაროდან, სადაც მთელი ცხოვრება ჩაკეტილი იყო, რადგან ის არ იცნობდა მისკენ მიმალ გზას, და როცა მიაგნო, როცა გაიგო საით და როგორ წავიდეს, იგი გარეთ გამოვა და აისახება მასში შეგრძნებების დონეზე და ის საკუთარ თავს ჰარმონიულად და თავისუფლად იგრძნობს და იქნება ენერგიით და მადლიერებით სავსე.

მას უკვე აღარ სჭირდება რომ ვინმემ აქოს, აღიაროს, ის უკვე ქებულია და აღიარებული საკუთარი თავის მიერ, ის გრძნობს ამ შინაგან წყაროს, მის ენერგიას, მის ძალას და იყენებს 100%. იგი უფრო აქტიური ხდება თავისი ცხოვრების ველში, შეუყვარდება რისკი და საკუთარი თავისუფლება. საკუთარი ენერგიის წყარო.
აი მე, მაგალითად, უკვე აღარ მჭირდება არავისი აღიარება, მე ვიცი რა უნდა გავაკეთო და როგორ უნდა გავაკეთო  ამ საწყის ეტაპზე. და ვაკეთებ ✌️💞

ცხოვრება არის ტოტალური პრაქტიკა, რისკი, და არა ფიქრი გავაკეთო თუ არა,
ცხოვრება იცვლება საკუთარი წყაროს შეცნობაში, საკუთარ თავზე 100% პასუხიმგებლობის გაგების და მიღების შემთხვევაში. რისკზე წასვლის შემთხვევაში, და არა პირიქით. პირიქით ჩვენ ყველა ვცხოვრობთ, მაგრამ იცვლება  რამე?.. ფაქტი სახეზეა..
მოქმედებები და შეცდომები, და შეცდომებზე სწორი რეაგირება,
თუ არ მოქმედებ, არ ცხოვრობ
თუ შეცდომებს არ უშვებ, არ სწავლობ
თუ არ სწავლობ ე.ი არ ცხოვრობ
და თუ არ ცხოვრობ. თუ შეცდომებს არ უშვებ, ე.ი არაფერს არ სწავლობ, არ ცდები, და თუ არ ცდები გამოცდილებას არ იღებ, და თუ გამოცდილებას არ იღებ, ე ი მკვდარი ხარ, და თუ მკვდარი ხარ ე ი გამოდის, რომ ტყუილად ცხოვრობ.

და რისთვის დაიბადე.., იმისათვის, რომ ტყუილად იცხოვრო ???..

წყარო: საშა ოგანეზოვი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment