fbpx

”წამიყვანე საქართველოში” – უცხოური გამოცემა საქართველოს შესახებ

ავტორი ჟოლო
67 ნახვა

‘’წამიყვანე საქართველოში“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ჩერნოგორიული ინტერნეტ გამოცემა Bright Side და ტურისტებს მოუწოდებს ესტუმრონ ჩვენს ქვეყანას:

 

„ამ პატარა და შესანიშნავ ქვეყანაში წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ იპოვოთ ბედნიერება. რამდენიმე საათში ნესტიანი სუბტროპიკებიდან შეგიძლიათ მარადიული თოვლის სამყაროში მოხვდეთ.  ფერად თბილისში კი მეექვსე საუკუნის ტაძრები ღამის კლუბებისა და ბარების გვერდით დგანან.

 

საქართველოში ყველა იპოვნის რაიმეს მოსაწონს. ვისაც უყვარს არდადეგებით ტკბობა შეუძლია დააგემოვნოს შესანიშნავი ქართული სამზარეულო, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდაა მიჩნეული. შეგიძლიათ ისეირნოთ თბილისის ქუჩებში, ყველა მათგანს რაღაც ისტორია გააჩნია. ცნობილ აბანოებში მოხვედრისას კი ნამდვილად მეცხრე ცაზე აღმოჩდებით.

 

თუ უფრო აქტიური დასვენება გირჩევნიათ შეგიძლიათ კავკასიონის მთებს ესტუმროთ დასალაშქრად, სათხილამუროდ, საჯირითოდ…

 

ამ ქვეყანაში მოხვედრის შემდეგ დაბრუნების სურვილი აუცილებლად გაგიჩნდებათ“, – წერს გამოცემა.

 

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment