ცხოვრება გრძელდება …
ის გრძელდება მაშინაც, როცა თქვენ მის მაჯაზე ხელი არ გიდევთ…
გრძელდება დიდი ტრაგედიის შემდეგაც – როცა თქვენ გიწევთ ისწავლოთ ცხოვრება იმ მოცემულობით, რომელიც რეალობაა ამ წუთისათვის ….
გრძელდება დღესასწაულების შემდეგ….როცა დღესასწაულის მოლოდინმა და ზეიმის ემოციამ გადაგღალათ, და უკვე ერთი სული გაქვთ, როდის აალაგებთ ნაძვის ხეს:)))))
თუ მოგეჩვენებათ, რომ დრო გაჩერდა და არაფერი არ ხდება, ახლოს მიუჯექით საათს და უხმოდ დააკვირდით – საათის ყოველი გასული წუთი, გამცნობთ, რომ თქვენს ცხოვრებას კიდევ ერთი, კიდევ ერთი და კიდევ ერთი წუთი მოაკლდა…
გაიხსენეთ გუშინდელი დღე – ეს იყო 24 საათი, რომელიც ასევე მოაკლდა თქვენს ცხოვრებას…
ნუ მოიკლებთ წუთებს , საათებს, დღეებს….იცხოვრეთ – ისუნთქეთ ყოველი წამი…..შეიგრძენით….აკეთეთ ის რისი კეთებაც გინდათ, დაადექით იმ გზას, რომელზეც ოცნებობთ, თორემ ოდესღაც აუცილებლად დადგება ბოლო….ბოლო საათი….ბოლო ამოსუნთქვა…
ნუ შეგეშინდებათ მისი….უბრალოდ სულ გახსოვდეთ, რომ იგი დადგება, რადგან არ შეგეშინდეთ და დღეს გადადგათ ნაბიჯი ….ნაბიჯი რომელზეც ოცნებობთ…
ცხოვრება გრძელდება …
ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი