შენ ირჩევ…
მხოლოდ და მხოლოდ შენ ადგენ საზღვრებს და ამ საზღვრებში ქმნი შენს სამყაროს. ჯერ შიგნით მერე გარეთ.
არჩევანი შენს თავშია, სხვაგან არსად.
შენ ირჩევ…
სად იმუშავებ და როგორ ისწავლი, რა ნიშნებზე და რა ფერის დიპლომი გექნება.
სამსახური?
შენი არჩევანია, ვის, ვის… მაგრამ მე ნუ დამიმტკიცებთ საპირისპიროს.
ეს შენ შეგიძლია აირჩიო შენი ოცნების ქალაქი და მხოლოდ შენ ირჩევ, შენს გზას იქ მოსახვედრად…
შენ რა გინდა?
ჩვეულებრივი, უზრუნველი ცხოვრება თუ ვიწრო ბილიკი თავგადასავლებით სავსე?
თუ კი შენ არ გაქვს საკუთარი ოცნებები და არ ანხორციელებ მათ, გამოდის – შენ მუშაობ, სხვისი ოცნებების განხორციელებაზე.
შენ ეს გინდა?
არჩევანი შენზეა.
შენ წყვეტ შენს წინაშე რისკის სიდიდეს. შენ საზღვრავ სიმაღლეებს, რომელზე შეგიძლია ასვლა და რომელზეც არა.
შენ ირჩევ, სად განვითარდე და როდის გაჩერდე. ირჩევ, რა არის მთავარი და რაზე არ ღირს დროის ხარჯვა.
შენ ირჩევ, იფიქრო ადამიანებზე ან საერთოდ, არ იფიქრო მათზე.
მე თუ მკითხვათ,
იცოცხლოს თუ მოკვდეს ადამიანი, ამასაც კი თვად ირჩევს…
ყოველი დღე არჩევანია!
… და ეს არჩევანი შენზეა.
აირჩიე სიცოცხლე! ღირსეული, სავსე სიყვარულით და სიცოცხლით სავსე სიცოცხლე!
იცოცხლეთ სიცოცხლეში!
სიყვარულით, თამარ კვარაცხელია
https://zrda.wordpress.com
თამარ კვარაცხელიას ტრენინგი “სიცოცხლით შთაგონებული” https://shorturl.at/pFL03
✨ 2 ივლისი, 10:00-19:00 სთ
✨⚡️ ტრენინგის საფასური 280 ლ
❗️ 25 ივნისამდე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება