fbpx

კეთილდღეობის და ბარაქის ენერგია

ავტორი ჟოლო
2K ნახვა

ცხოვრება სარკეა და ის რეალობაში ირეკლავს იმ შინაგან სამყაროს, რასაც დავატარებთ. 

რამდენად გვაქვს მადლიერების უნარი?

მე არ ვსაუბრობ – ვამბობთ თუ არა „მადლობას“, როცა რაღაც სასაიმოვნოს გვაძლევენ. არამედ, ვსაუბრობ იმ მადლიერებაზე, რომელიც ყოვლისმომცველია, რომელიც ადამიანში შიგნით იშლება და მზად არის გადმოიღვაროს და გარშემო შექმნას ჰარმონიული ველი.

ჩვენი ყოფითი ცხოვრება შედგება ენერგიებისგან, რომლებიც ერთმანეთზე ურთიერთზემოქმედებენ. ფაქტობრივად, ეს არის ერთი, მთლიანი, ყველაფრისმომცველი ენერგია, ცნობიერი-ჭეშმარიტება, ცნობიერი-ძალა, რომელიც ტალღებად თამაშ-თამაშში, მიედინება უამრავ შენაკადებად, წყაროებად და ვლინდება სხვადასხვაგვარად, სხვადასხვა ფორმებად.

ჩვენ გვსიამოვნებს საჩუქრის მიღება. ნებისმიერი საჩუქარი არის ენერგიის გაცემის პროცესი.

როდესაც, ჩვენ სივრცეში, ხდება რომელიმე ნაკადიდან ჩუქების პროცესი – ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ნაკადიდან, ჩვენსკენ მომართულია გარკვეული ენერგიის „წილი“. თუ ჩვენს ფსიქოლოგიურ არსებას, კარგად ესმის ბუნების მეტაფიზიკური გამოვლინებები და ცხოვრობს მის შესაბამისად, მაშინ კარგად ხვდება, რომ ნებისმიერი საჩუქარი რომელიც განკუთვნილია მისთვის,  შეფასებული იქნება გარკვეულ ენერგეტიკულ დონეზე. შეფასდება იმ დონეზე – როცა, რაღაც შინაგანად აგაფორიაქებს და გაგიხარდება, ან არ გაგიხარდბა… ამ დროს წამრმოიქმნება ენერგია (მადლიერება) და ის უნდა აღემატებოდეს საჩუქრის მიღების დროს  წარმოქმნილ დადებით ენერგიას.

სამყაროში არსებობს კანონი და ის უკვე ბევრმა გამოსცადა საკუთარ თავზე:

რამდენად მეტს გასცემ – უანგაროდ – მით მეტი ძღვენი მოდის შენსკენ ყოველი მხრიდან.

სამყარო საოცრად გულუხვია. მაგრამ ის მუშაობს ექოს, ანარეკლის პრინციპით.

როცა გასცემთ – სამყარო გაძლევთ და ძალიან ხშირად გაცილებით მეტსაც, ვიდრე გაეცით.730

სამყარო გვიგზავნის არა მეფურ სიკეთეს და ბარაქას, არამედ ღვთიურს და ამის საფასური არის მადლიერება!.

თუ ერთხელ მაინც იწვნიე ადამიანმა მადლიერების ძალა, ის გახდება დარჩენილი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი.

იმის მიხედვით, თუ როგორ დავეუფლებით მადლიერებას, შესაბამისად სასწაულებრივ იცვლება გარშემო ცხოვრება. პირველ რიგში, ჩვენ გვეხსნება ხედვის და შეგრძნებების ნიჭი.

ვიღვიძებთ დილით ადრე, ვაღებთ ფანჯარას – ჩავისუნთქავთ სუფთა ჰაერს ვავსებთ ფილტვებს, ვქმნით და ვაგზავნით მადლიერების ენერგიას – მადლობა უფალო …!

ძალიან მალე ამოვა მზე და გვაჩუქებს თავის სითბოს და სიანთლეს – მადლობა შენ ჩემო მზეო!

შევალთ აბაზანაში, გავხსნით ონკანს – მიიღე ჩემი მადლიერება წყალუხვო, წყლის სტიქიავ!

გამოვალთ ქუჩაში, ვიღაცა გაგვიღიმებს – მადლობა ღმერთო, რომ მუდმივად მახსენებ სიყვარულს!

გახსნით კომპიუტერს, ამოწმებთ ფოსტას ან  fb და რომელიმე მეგობარმა უკვე გამოგიგზავნათ კარგი მელოდია ან უბრალოდ მოგწერათ „დილა მშვიდობისა, როგორ ხარ?“…

მართალია, ეს ყველაფერი ისეთი წვრილმანია… მაგრამ,  ვიღაცამ მოგვცა თავისი დროის ნაწილი, გამოგვიგზავნა ყურადღების სხივი, სინაზის ტალღა – გადმოუშვა ჩვვენი მიმართულებით ენერგიების ნაკადი. ამ დროს კი ჩვვენ გულში იშლება ლამაზი და სათუთი ყვავილი … ეს ყვავილი –  მადლიერებაა.

ხდება ისე, ითხოვთ დახმარებას, რჩევას, თანადგომას – იმ წუთშივე, სამყარო გიგზავნის: ვიღაც მოდის დასახმარებლად, გიწვდით ხელს, ვიღაცა ხდება სანდო დასაყრდენი… და უცნობი უყოყმანოდ გაძლევთ თავის დროს,  ენერგიას, სიყვარულს, ამ დროს, არც კი ფიქრობს, რომ რამე განსაკუთრებულს აკეთებს.

მუდმვად უნდა გავიაზროთ, რომ დავცურავთ სიუხვის და კეთილდღეობის ოკეანეში. ცხოვრებაში მუდმივად შემოედინება რაღაც ახალი. ვიღებთ ახალ შესაძლებლობებს, ახალ ურთიერთობებს. მაგრამ აქვე უნდა გვესმოდეს – არ ვიყოთ მხოლოდ ძღვენის მიმღებნი, არამედ გავხდეთ უპირობო გამცემებიც. რათა მოხდეს ბალანსის შენარჩუნება სივრცეში, რომ არ დაგვედოს ენერგეტიკული ვალები.

ჩვენ ხომ გვახსოვს – სამყარო არის სარკე !

როდესაც ჩვენში იღვიძებს მადლიერება და სიკეთე, სამყარო გაუჩერებლად გვაძლევს ბარაქას და კეთილდღობას, პასუხად.

რა ფორმით გავცეთ მადლიერება – ჩვენ შიგნით მუდმივად გვყავს უხილავი მოსაუბრე, რომელმაც იცის, როგორ უნდა მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაfotografviktoriya-derendyaeva_9ციაში. მას ჰქვია ინტუიცია. ის ჩვენი ფხიზელი გონების  ნაწილია. აუცილებელია მისი ყურის გდება , რადგან მისი ხმა ძალიან ჩუმი და სათუთია…

როდესაც, ვსწავლობთ ყოველივე წვრილმანებისთვის მადლიერებას, გაოცებულები აღმოვაჩენთ, რომ  სინამდვილეში წვრილმანები არ არსებობს. ჩვენი ცხოვრება ხომ, ამ წვრილმანების ჯამია. 

… და როდესაც, ჩვენი ღია გული გასცემს მადლიერების ნაკადს,  ცხოვრებაში შემოდის ნამდვილი სასწაულები.

… და მაშინ როცა მივდივართ ქუჩაში, შეიძლება შემთხვევით შევიგრძნოთ გულიდან გასული ნაკადი, რომელიც ამავდროულად გვავსებს ჩვენც, რადგანაც კარგად გვაქვს გააზრებული – სამყარო  როგორი გულუხვია და როგორ უზომოდ ვუყვარვართ მას.

ვისწავლოთ მადლიერება!

ნუ დავიღლებით მადლიერებისგან.

შევამჩნიოთ ნებისმიერი წვრილმანი  ყოველდღიურობაში, მადლიერებით. ვიღაცამ გაგვამხნევა, ვიღაცამ საჭირო წიგნი გვათხოვა, ვიღაცამ უბრალოდ გაგვაცინა, ვიღაცამ მოგვცა თავისი რამე ნივთი, რომელიც მასაც არანაკლებ სჭირდებოდა, ვიღაცამ გამოგვიგზავნა „გული  <3   ან ღიმილი 🙂  “ , გამოვხატოთ მადლიერება პასუხად.

გამოვხატოთ მადლიერება საჩუქრების არსებობისთვის.

გამვხატოთ მადლიერება იმისათვის, რომ გვაქვს  მადლიერების გამოხატვის საშუალება და უნარი.

მადლიერება – სამყაროს, ღმერთს, ცხოვრებას – რადგან ყველაფერი ეს, ერთი მთლიანია და არა აქვს მნიშვნელობა – ვის ვემადლიერებით.  მთავარია – მადლიერების ენერგია მუდმივად იღვრებოდეს ჩვენგან.

უნდა გვახსოვდეს:  რასაც  ვაკეთებთ სხვებისთვის, პირველ რიგში, ვაკეთებთ საკუთარი თავისთვის.

გავიაზროთ, ჩვენში არსებული  ენერგიების და შესაძლებლობების ძალა.

ვიყოთ მუდმივად შემეცნების პროცესში, ვიყოთ მადლიერები და ჩვენს წინაშე გაიხსნება ყველა დროის სიბრძნისკენ მიმავალი საიდუმლო კარები.

მადლიერებით, თამარ კვარაცხელია

სასიკეთო ცვლილებების ერთერთი გზა #ზრდისფაქტორია#

გახდი_ზრდისფაქტორელი ვიწყებთ და შემოგვიერთდი http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori//

მსგავსი სტატიები

Leave a Comment