fbpx

სიკვდილის შიში

ავტორი ჟოლო
3.8K ნახვა

შიში – ერთ – ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანური ემოციაა, რომელიც უკავშირდება თვითგადარჩენისა და უსაფრთხოების სურვილს. შიში თავისი ბუნებით ადაპტურია, მისი გავლენით მომხდარი ტრანსფორმირებები ადამიანს აიძულებენ საკუთარი თავი მიმართოს გარეგნული მოთხოვნილებებისაკენ. იმავდროულად ქცევითი ადაპტაცია მიმართულია იქითკენ, რომ მოახდინოს შიშის ჩახშობა და დააბრუნოს ფსიქიკა პირველყოფილ, გაწონასწორებულ მდგომარეობაში.

შიშს სხვა ემოციებისგან შედარებით შეუძლია ადამიანის ქცევაზე უფრო ძლიერი გავლენა მოახდინოს. საშიშროების წყაროს გაურკვევლობის შემთხვევაში წარმოიქმნება მღელვარების მდგომარეობა, უსაგნო შიში, რაც იწვევს გარემოში გაზრდილ ორიენტირებას.

ნეკროფობია (ბერძნ. νεκροφοβία – “მკვდრის შიში” – νεκρός ნეკროს – “მკვდარი” და φόβος ფობოს – “შიში”) არის შიში სიკვდილის ან მკვდრების მიმართ. ნეკროფობიას ასევე თანატოფობიას უწოდებენ (θάνατος თანატოს – “სიკვდილი”).

სიკვდილზე საუბარი ყოველთვის არასასიამოვნოა, მასზე ფიქრის დროსაც ცუდი შეგრძნება გვეუფლება… როდესაც ჩვენ გვესმის “ვიღაც მოკვდა, ვიღაც გარდაიცვალა …” მაშინვე ამ სიტყვას “ვაგდებთ” ჩვენი გონებიდან. იქ, სადაც მისი გაგონება შეუძლებელია, მაგრამ ძალაუნებურად მაინც ვფიქრობთ. ის ახლა “იქააა” ადრე თუ გვიან მეც ხომ იქ ვიქნები…

სიკვდილის შიში ყოველთვის იქიდან იწყება, როდესაც ადამიანებს ეუფლებათ შიში ფიზიკურ სიცოცხლეში თავისი თავის ანუ ყველაფერი იმის, რაც მისთვის ძვირფასია ამ სამყაროში …. მას თავისი კუთვნილი ადგილი უჭირავს “აქ”.

ფსიქოლოგიური ჯამრთელობის ეროვნული ინსტიტუტის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს შიშის გენი, რომლის საშუალებითაც მემკვიდრეები იღებენ ორ განსაკუთრებულ გენს – თითო-თითოს დედისგან და მამისგან. ეს გენები იყოფა, პირობითად რომ ვთქვათ, მოკლე და გრძელ გენებად, თეორიის თანახმად, ის ვინც მემკვიდრეობით მიიღო ორი გრძელი გენი, აუცილებლად მამაცი გაიზრდება. ვისაც წილად ხვდა თუნდაც ერთი მოკლე გენი, მოსალოდნელია ჩამოყალიბდეს მშიშარად, თუ არა, ფრთხილ ადამიანად მაინც.

ყველაზე დიდი ფაქტორი სიკვდილთან დამოკიდებულებაში არის შიშის გრძნობა. მიწიერ განცდათა შორის ყველაზე საშინელი შიშის გრძნობაა, მისი ატანა უფრო მძიმეა ვიდრე სიღარიბის, ავადმყოფობის და სხვა.

სამყარო, რომელშიც არსებობს ჩვენი ფსიქიკა სამ განზომილებიანია, თუ ქვაში ნივთიერი მოცულობაა და კატაში ასტრალური, ადამიანში არის ნივთიერიც, ასტრალურიც და მენტალურიც.

არარაციონალური შეუმოწმებელი შიში არის შედეგი იმისა, რომ ასტრალური სხეული არ არის კავშირში მენტალურთან და ემოცია არ არის მართვადი გონისგან, ყოველივე ეს არის ის პროცესი, რაც ადამიანს მუდმივად ხელს უშლის წარმატებაში და თუ ამ დისბალანსმა მაღალ ხარისხს მიაღწია, სახეზეა შიზოფრენია.

არაერთხელ ადამიანი უბრალოდ გაუნადგურებია შიშის გრძნობას, განსაკუთრებით ეს მოქმედებს სიკვდილით დასასჯელებზე. ჩვენ ხშირად გვაქვს საქმე ჩვენი ახლობლების სიკვდილის შიში, მათი სიკვდილის შემდეგ ადამიანების შიშს ცვლის სიბრალული. ამასთანავე არის განცდა იმისა, რომ დასრულდა ერთი დიდი ამბავი. ამდენად მუდმივად შიში უფრო მძიმეა, ვიდრე დასრულებული მწუხარება. საერთოდ ადამიანის არსებობა მიწიერ სამყაროში მოცულია უკიდეგანო შიშის გრძნობით. ამის მიზეზი სამყაროზე მეტად მისი ბუნებაა და არ არსებობს ადამიანის ცხოვრების სწორად წარმართვისათვის უფრო ხელისშემშლელი სხვა რამ, ვიდრე შიშის გრძნობა. მისი მთლიანად ამოგდება გონებიდან შეუძლებელია, მაგრამ მისი გაწონასწორებული გამოვლენა აუცილებელია. ზოგადად შიში არის იდუმალად გატარებული გრძნობა უმწეობისა, საფრთხის წინაშე. შიში იწყება იქ, სადაც ადამიანს ელევა ოპტიმიზმი, ნება, მოთმინება, ბრძოლის უნარი და ენერგია.

სიკვდილის მოსალოდნელი შიში შემზარავია, მაგრამ უფრო საშინელი იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ ჩვენ არასოდეს მოვკვდებოდით, სიკვდილთან უაზრო მტრობას და სიძულვილს, მასზე ზომიერი მშვიდი ფიქრი სჯობია, ვიდრე უკვდაობა.

ციოლკოვსკი თვლიდა, რომ სიკვდილის შიშის განადგურება მხოლოდ ბუნების შეცნობით შეიძლება. ადამიანი ვერ მიაღწევს უმაღლეს თავისუფლებას, თუ მან არ გადალახა სიკვდილის შიში, ეს უნდა გააკეთოს მშვიდი შეხედვით სიკვდილის თვალებთან, რადგან მასზე დამფრთხალი ფიქრი უფრო უარესია, ვიდრე თვით სიკვდილი.

 

 

თათია ქვილითაია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment

1 კომენტარი

Anonymous July 23, 2021 - 11:43 pm

როგორ შეგვიძლია დავამარცხოთ სიკვდილის შიში?

პასუხი