ეს რჩევები დაგეხმარებათ იმ პრობლემების მოგვარებაში რომელიც დღეს ასე ძალიან გაშფოთებთ. გაითვალისწინეთ ეს 10 რჩევა და ნახავთ თუ რა მალე მიიღებთ სასურველ შედეგს.
1. არასოდეს გააკეთოთ აქცენტი მის ასაკზე. რაც არ უნდა პატარა იყოს, პრივილეგირებულ მდგომარეობაში თავი არ უნდა იგრძნოს.
2. მოიშალეთ მავნე ჩვევა, რომ ბავშვს ყველაფერი მხოლოდ საუკეთესო უნდა შეხვდეს, თანაც პირველივე მოთხოვნის შემდეგ. ნუ გააეგოისტებთ.
3. ნუ შეგეშინდებათ მისთვის უარის თქმა, როცა ბავშვის სურვილი ოჯახის შესაძლებლობებს აღემატება.
4. ასწავლეთ შვილს, რომ მშობლების სურვილები და ინტერესები ნაკლებად მნიშვნელოვანი არ არის.
5. ხშირად მოისმინეთ მისი აზრი, საშუალება მიეცით, ოჯახური საკითხების განხილვაში ჩაერთოს. ანუ ყოველთვის გაუწიეთ პროპაგანდა ოჯახში თანასწორობას.
6. დაუსახეთ ამოცანა, რომელიც ყოველთვის უნდა შეასრულოს და თვალი ადევნეთ მის წარმატებას.
7. დისტანცია ჰქონდეს უფროსებთან, პატარას საშუალება არ მისცეთ, ეუხეშოს უფროსებს. მით უმეტეს, ამაზე სიცილი და ხუმრობა არ ღირს.
8. ბავშვს თავის ახლობლებზე დადებითი განწყობა ჩამოუყალიბეთ.
9. საშუალება მიეცით, სიკეთე გაუკეთოს და დაეხმაროს უფროსებს.
10. ეცადეთ, არასოდეს შეცვალოთ გადაწყვეტილება, რომელიც ბავშვს უკვე გაანდეთ.