აფრიკელი შამანი თავის ახალგაზრდა მოწაფეს გაუძღვა ჯუნგლებში და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოხუცი იყო, სწრაფი და მყარი ნაბიჯებით მიიწევდა წინ. მოსწავლე კი რამდენჯერმე წაიქცა.
ახალგაზრდა კაცი ყოველ ჯერზე, წამოდგომისას აგინებდა მიწას, აფურთხებდა დაცემის ადგილს და ასე ცდილობდა გაჰყოლოდა მასწავლებლის ნაკვალევს.
ხანგრძლივი გზის გავლის შემდგომ, ისინი მიადგნენ წმინდა ადგილებს.
შამანი შეუჩერებლივ შემოტრიალდა და უკან გამოუყვა გზას.
– თქვენ ჩემთვის დღეს არაფერი გისწავლებიათ, – განუცხადა მოწაფემ მორიგი დაცემისას.
– რაღაც კი გასწავლე, მაგრამ შენ ამას ვერც კი მიხვდი – უპასუხა შამანმა.
– მასწავლეთ? – გაუკვირდა მოსწავლეს.
– მთელი დღე ვცდილობდი მეჩვენებინა ცხოვრებისეულ შეცდომებთან სწორი დამოკიდებულება.
– და როგორ უნდა მოვიქცე ასეთ დროს?
– იგივენაირად, როგორც ყოველი დაცემისას აკეთებდი, – უპასუხა შამანმა.
მხოლოდ იმის ნაცვლად დაწყევლო, აფურთხო და აგინო დაცემის ადგილს, უნდა ეცადო და აღმოაჩინო ის, თუ რამ გაიძულა დაცემა.
წყარო: https://zrda.wordpress.com